განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აგვისტოში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა. სექტემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადე, პირველივე მონახულებისას დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მოკლედ აჩვენე მობინადრეს, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა, და დაანახვე, რა სარგებლობა მოაქვს ამას.
◼ ყველა სამეფო დარბაზში საექსპლუატაციო კომიტეტმა ყოველ წელს უნდა შეამოწმოს დარბაზის მდგომარეობა იმ ჩამონათვლის მიხედვით, რომელიც მოცემულია ბლანკში „სამეფო დარბაზის ექსპლუატაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების საკონტროლო ჩამონათვალი“ (CN-14). საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული. შემოწმების შემდეგ შევსებული ბლანკის დედანი უნდა გაეგზავნოს ფილიალს არა უგვიანეს 30 სექტემბრისა. ბლანკის ასლები უნდა გადაეცეს სამეფო დარბაზით მოსარგებლე თითოეული კრების უხუცესთა საბჭოს. შემდეგ, უხუცესთა საბჭო ყოველწლიურ შეხვედრაზე განიხილავს შემოწმების შედეგებს, მიმდინარე და სამომავალო ხარჯებს, საექსპლუატაციო კომიტეტის საქმიანობას და სხვა საკითხებს. მომდევნო მონახულებაზე სარაიონო ზედამხედველმა უნდა შეამოწმოს, ჩატარდა თუ არა ასეთი შემოწმება და იქნა თუ არა საჭირო ზომები მიღებული.