„მოდი და გამომყევი“
1. რისი შესაძლებლობა გვეძლევა კრების ბიბლიის შესწავლაზე მომდევნო თვეებში?
1 იესოს მიწიერ ცხოვრებაზე შექმნილი ოთხი სახარებიდან ბევრს ვიგებთ ღვთის ძეზე. ქრისტიანებს გვინდა, ‘ერთგულად მივყვეთ მის ნაკვალევს’, ამიტომ 1 მარტით დაწყებული კვირიდან კრების ბიბლიის შესწავლაზე განვიხილავთ წიგნს „მოდი და გამომყევი“. თითოეული შეხვედრისთვის გულდასმით უნდა მოვემზადოთ და განხილვის დროს ყურადღებით უნდა ვიყოთ (1 პეტ. 2:21; მარ. 10:21). იესოს ცხოვრების სხვადასხვა მხარის ყურადღებით განხილვა მსახურებაში დიდ დახმარებას გაგვიწევს.
2. რას ვსწავლობთ იესოს მაგალითიდან?
2 იესოს მაგალითი: ხვდები ხოლმე კარდაკარ ქადაგების დროს უარყოფით გამოხმაურებას? როცა ასეთ წინააღმდეგობას ვაწყდებით, გვახსენდება იესოს სიტყვები: „თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოან. 15:20). ცხადია, რომ ყველანაირი უარყოფითი გამოხმაურება არ არის დევნა. იმ სიხარულისთვის, რომელიც წინ ელოდა, იესომ ყველა გამოცდა და განსაცდელი გადაიტანა. ჩვენც შეგვიძლია იმაზე ვიყოთ კონცენტრირებულნი, რომ იეჰოვას მოწონება დავიმსახუროთ და ერთგულებისთვის ჯილდო მივიღოთ. ეს დაგვეხმარება, ‘არ დავიღალოთ და არ დავკარგოთ სულის სიმხნევე’ (ებრ. 12:2, 3; იგავ. 27:11). თუ სიძნელეების მიუხედავად არ შევწყვეტთ მსახურებას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო ქრისტე დაგვეხმარება (მათ. 28:20).
3. როგორ შეგვიძლია იესოს მსგავსი თვალსაზრისი გვქონდეს მსახურებაზე?
3 „ამისთვის ვარ გამოგზავნილი“: სამეფოს შესახებ ქადაგებას იესოს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ეკავა (ლუკ. 4:43). ის თავს არ ზოგავდა მსახურებაში და ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას, რომ სამეფოს შესახებ ექადაგა. მას ესმოდა, რომ ამ საქმის გადადება არ შეიძლებოდა. ჩვენ, როგორც იესოს მიმდევრები, მის ნაკვალევს უნდა გავყვეთ. ყოველდღიური საქმეების კეთების დროს ხომ არ ვხვდები ისეთ ადამიანებს, ვისაც სასიხარულო ცნობას გავუზიარებდი? დაე ქრისტეს სიყვარულმა აღგვძრას, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ სასიხარულო ცნობა! (2 კორ. 5:14).
4. როგორ შეგვიძლია მსახურების ხარისხის გაუმჯობესება?
4 „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“: იესოს სწავლების მეთოდი ანცვიფრებდა მის მსმენელებს (იოან. 7:46; მათ. 7:28, 29). რით განსხვავდებოდა ის სხვა მასწავლებლებისგან? მას უყვარდა ჭეშმარიტება, რასაც ქადაგებდა, უყვარდა ხალხი, ვისაც ასწავლიდა, და სწავლების სხვადასხვა მეთოდს იყენებდა. თუ მივბაძავთ დიდებულ მასწავლებელს, ჩვენი მსახურება უფრო ხარისხიანი გახდება (ლუკ. 6:40).
5. რა უნდა დავისახოთ მიზნად ამ წიგნის განხილვის დროს?
5 ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც იესოს ცხოვრებიდან ვსწავლობთ. კიდევ რისი სწავლა შეგიძლია იესოსგან? კრების ბიბლიის შესწავლაზე იესოს ცხოვრების განხილვისას მიზნად დაისახე, მიჰბაძო მას სიტყვასა და საქმეში და ამგვარად „შეიცნო ქრისტეს სიყვარული“ (ეფეს. 3:19).