თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2010 წლის 22 თებერვლით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 20-წუთიან გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2010 წლის 4 იანვრით დაწყებული კვირიდან 22 თებერვლით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე.
1. რას უნდა ვერიდოთ? (იეს. 22:9—12, 21—33) [w04 1/12 გვ. 12, აბზ. 3].
2. როგორც ჩანს, რამ აღძრა იესო ნავეს ძე, წარმოეთქვა ის სიტყვები, რომლებიც იესო ნავის ძის 24:14, 15-შია ჩაწერილი, და რას ვსწავლობთ მისი სიტყვებიდან? [w08 5/15 გვ. 17, 18, აბზ. 4—6].
3. როგორ იქცნენ მახედ და სატყუარად ბაალის თაყვანისმცემლები ისრაელებისთვის? (მსაჯ. 2:3) [w08 2/15 გვ. 27, აბზ. 2, 3].
4. რისი სწავლა შეგვიძლია ეჰუდის გაბედულებიდან, რომელიც მარჯვედ ხმარობდა მახვილს? (მსაჯ. 3:16, 21) [w97 3/15 გვ. 31, აბზ. 4].
5. როგორ გვამხნევებს იმის ცოდნა, თუ როგორ გაამარჯვებინა ღმერთმა გედეონსა და მის 300 მეომარს? (მსაჯ. 7:19—22) [w05 7/15 გვ. 16, აბზ. 8].
6. რა გაგებით „ვეღარ აიტანა [იეჰოვას] სულმა ისრაელის გასაჭირი“? (მსაჯ. 10:16) [cl გვ. 254, 255, აბზ. 10, 11].
7. ადამიანური შესაწირავი ჰქონდა იფთახს მხედველობაში აღთქმის დადებისას? (მსაჯ. 11:30, 31) [w05 1/15 გვ. 25, აბზ. 6].
8. იყო სამსონის ძალა პირდაპირი გაგებით მის თმაში? (მსაჯ. 16:18—20) [w05 3/15 გვ. 28, აბზ. 5, 6].
9. რაში დაგვეხმარება იმის ცოდნა, რაც სამსონის შესახებ მსაჯულების 16:3-ში წერია? [w04 10/15 გვ. 15, აბზ. 7, 8].
10. რას ვიგებთ მსაჯულების 16:30-ში ჩაწერილი სიტყვებიდან სულის შესახებ? [w90 9/1 გვ. 5, აბზ. 5 (რუს.); sp გვ. 13, 14 (რუს.)].