თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2010 წლის 26 აპრილით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 20-წუთიან გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2010 წლის 1 მარტით დაწყებული კვირიდან 26 აპრილით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე.
1. რას გულისხმობდა ნაომი სიტყვებში: „იეჰოვამ დამამცირა და ყოვლისშემძლემ უბედურება დამატეხა თავს“? (რუთ. 1:21) [w05 3/1 გვ. 27, აბზ. 1, 3].
2. რა თვისებების გამო გახდა რუთი „ღირსეული ქალი“? (რუთ. 3:11) [w05 3/1 გვ. 28, აბზ. 6].
3. როგორ ანუგეშა ელკანამ თავისი ცოლი სიტყვებით: „განა ათ ვაჟს არ გირჩევნივარ?“ (1 სამ. 1:8) [w90 3/15 გვ. 27, აბზ. 5, 6 (ინგლ.)].
4. რა იყო არასწორი ისრაელების მიერ მეფის მოთხოვნაში? (1 სამ. 8:5) [w05 9/15 გვ. 20, აბზ. 17; it-2 გვ. 163, აბზ. 1 (ინგლ.)].
5. რას ვსწავლობთ „მოხუცი და ჭაღარა“ სამუელისგან, რომელიც სხვებისთვის ლოცულობდა? (1 სამ. 12:2, 23) [w07 6/1 გვ. 29, აბზ. 14, 15].
6. რატომ დაინდო კენიელები საულმა? (1 სამ. 15:6) [w05 3/15 გვ. 22, აბზ. 10].
7. რატომ ჰკითხა საულმა დავითს: „ვისი ბიჭი ხარ?“ (1 სამ. 17:58) [w07 8/1 გვ. 31, აბზ. 3, 5].
8. რისი სწავლა შეგვიძლია დავითის შემთხვევიდან, როცა ის გათში სერიოზულ პრობლემას გაუმკლავდა? (1 სამ. 21:12, 13) [w05 3/15 გვ. 24, აბზ. 4].
9. როგორ გამოავლინა იონათანმა სიყვარული და თავმდაბლობა, როდესაც საჭირო იყო მისი მეგობრის, დავითის მხარში ამოდგომა და გამხნევება? (1 სამ. 23:17) [lv გვ. 28, აბზ. 10, სქოლიო].
10. რას ვსწავლობთ იქიდან, რაც საულს შეემთხვა ენდორში ჯადოქართან შეხვედრის დროს? (1 სამ. 28:8—19) [w05 3/15 გვ. 24, აბზ. 7].