განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა 2011 წლის იანვარში: წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. თუ მობინადრე იტყვის, რომ შვილები ჰყავს, შესთავაზე წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თებერვალში: მაუწყებლებს შეუძლიათ შესთავაზონ „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მაუწყებელს მიზნად უნდა ჰქონდეს, დაიწყოს ბიბლიის შესწავლა იმ მობინადრესთან, ვისაც აძლევს ამ წიგნს ან ვისაც უკვე ჰქონდა ის. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით მოინახულებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვს კრებასთან, შესთავაზეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ შესწავლა.
◼ თებერვლიდან დაწყებული სარაიონო ზედამხედველები გამოვლენ ახალი საჯარო მოხსენებით „რა გავლენას ახდენს ჭეშმარიტება თქვენს ცხოვრებაზე?“.