„რამდენი დრო უნდა ჩავიწერო?“
ოდესმე თუ დაგისვამს მსგავსი კითხვა? ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები მოცემულია წიგნში „ორგანიზებულნი“, გვერდები 86, 87. დამატებითი მითითებები დროდადრო იბეჭდება, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მითითება მოცემული იყო 2008 წლის სექტემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ შეკითხვების ყუთში. რამდენადაც მდგომარეობა და ვითარება განსხვავდება, ჩვენ არ გვინდა, წესების გრძელი სია შევადგინოთ. ამიტომ არ იქნებოდა სწორი, თუ უხუცესები ან სხვები დაადგენდნენ დამატებით წესებს.
თუ კითხვა წამოიჭრება და არ არის ამ საკითხზე ზუსტი მითითება, თითოეული მაუწყებელი უნდა დაფიქრდეს, მოხმარდა თუ არა ეს დრო მსახურებას? თუ დრო სხვა რამეს მოხმარდა, რაც უშუალოდ ქადაგებას არ ეხება? ის, რასაც ყოველი თვის ბოლოს „სამქადაგებლო მსახურების ანგარიშის“ ბლანკზე ვწერთ, სიხარულს უნდა გვანიჭებდეს და ამ დროს სინდისი არ უნდა გვქენჯნიდეს (საქ. 23:1). ჩვენთვის მთავარი ის კი არ უნდა იყოს, რომ დრო დავითვალოთ, არამედ ის, რომ ეს დრო ეფექტურად გამოვიყენოთ მსახურებაში (ებრ. 6:11).