სამქადაგებლო მსახურების შედეგები
და-ძმების ანგარიშებიდან, რომლებიც საქართველოში გაუნაწილებელ ტერიტორიებზე მსახურობდნენ, გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებსაც ჭეშმარიტების გაგებაში დახმარება სჭირდებათ. გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში 1 000-ზე მეტი შესწავლა იქნა დაწყებული და გაკეთდა 15 000-ზე მეტი განმეორებითი მონახულება. ამ ტერიტორიებზე უკვე არიან ახალი მაუწყებლები. ვევედრებით „სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს“ ასეთ ტერიტორიებზე (მათ. 9:37, 38).