თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2011 წლის 29 აგვისტოთი დაწყებულ კვირაში.
1. რატომ არის სიცოცხლეზე უკეთესი ღვთის სიკეთე, ანუ ერთგული სიყვარული? (ფსალმ. 63:3) [w01 10/15 გვ. 15, აბზ. 17]
2. რას ვიგებთ დავითზე 70-ე ფსალმუნიდან? [w08 9/15 გვ. 4, აბზ. 4]
3. რა გაფრთხილებას გვაძლევს ფსალმუნის 75:5? [w06 7/15 გვ. 11, აბზ. 3]
4. როდის შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს? (ფსალმ. 79:9) [w06 7/15 გვ. 12, აბზ. 5]
5. რა იგულისხმება ფსალმუნის 90:7, 8-ში მოხსენიებულ „ფარულ საქმეებში“? [w01 11/15 გვ. 12, აბზ. 14—16]
6. ფსალმუნის 92:12—15-ის თანახმად, რა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრიათ ხანდაზმულებს კრებაში? [w04 5/15 გვ. 13, 14, აბზ. 15—18]
7. ეწინააღმდეგება ფსალმუნის 102:25—27-ში ჩაწერილი სიტყვები დედამიწასთან დაკავშირებულ ღვთის მარადიულ განზრახვას? (დაბ. 1:28) [w08 4/1 გვ. 12, აბზ. 1 ]
8. რას გვასწავლის ფსალმუნის 106:7 გამჭრიახობასთან დაკავშირებით? [w95 9/1 გვ. 19, აბზ. 4 — გვ. 20, აბზ. 2 (ინგლ.)]
9. ფსალმუნის 110:1, 4-ის თანახმად, რა დაიფიცა იეჰოვამ აღთქმულ შთამომავალთან, ანუ მესიასთან დაკავშირებით, და რა კურთხევებს მოუტანს ეს კაცობრიობას? [cl გვ. 194, აბზ. 13]
10. როგორ მოქმედებდა ფსალმუნმომღერალზე იმ დადებით მხარეებზე ფიქრი, რაც იეჰოვას მსახურებას მოაქვს? (ფსალმ. 116:12, 14) [w09 7/15 გვ. 29, აბზ. 4, 5]