თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2011 წლის 26 დეკემბრით დაწყებულ კვირაში.
1. როგორ გვეხმარება იგავების 30:32-ში ჩაწერილი რჩევა, რომ კიდევ უფრო არ გავაღიზიანოთ ის, ვისაც შეიძლება ვაწყენინეთ? [w87 5/15 გვ. 30, აბზ. 11 (ინგლ.)]
2. რა სახის „მხიარულება“ უტოვებს ადამიანს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას? (ეკლ. 2:1) [g 4/06 გვ. 6 აბზ. 1, 2]
3. თუმცა ზოგის აზრით ეკლესიასტეს 3:1—9-ში ჩაწერილი სოლომონის სიტყვები ბედისწერის შესახებ რწმენას უჭერს მხარს, როგორ ჰფენს ამ საკითხს ნათელს ეკლესიასტეს 9:11-ში ჩაწერილი სიტყვები, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ ცხოვრებას ბედისწერა არ განაგებს? [w09 3/1 გვ. 4 აბზ. 4]
4. რა საშიშროება ემუქრება კაცს, რომელიც „მეტისმეტად მართალია“? (ეკლ. 7:16) [w10 10/15 გვ. 9 აბზ. 8, 9]
5. როგორ ცხადყოფს ქებათა ქებას 2:7-ში ჩაწერილი სოლომონის სიტყვები, რომ მათ ვინც დაქორწინებას აპირებს, ნაჩქარევად არ უნდა აირჩიონ ცხოვრების თანამგზავრი? [w06 11/15 გვ. 19 აბზ. 1; w80 4/15 გვ. 19 აბზ. 7 (ინგლ.)]
6. რა იგულისხმება იმაში, რომ შულამელს „ბაგეებიდან ფიჭის თაფლი გადმოსდიოდა“ და „რძე და თაფლი ჰქონდა ენის ქვეშ“? (ქებ. 4:11) [w06 11/15 გვ. 19 აბზ. 6]
7. რას გვეუბნება იესოს თვისებებისა და ახალ ქვეყნიერებაში მისი მმართველობის შესახებ ტიტულები „საოცარი მრჩეველი“, „ძლიერი ღმერთი“ და „მარადიული მამა? (ეს. 9:6) [w91 4/15 გვ. 5 აბზ. 7, (ინგლ.)]
8. ვინ შეიძლება დღეს შევადაროთ ისრაელის „განდგომილ ერს“ და ვინ იქნება იეჰოვას „კვერთხი“, რომელიც ამ „ერს“ გაანადგურებს? (ეს. 10:5, 6) [ip-1 გვ. 145 აბზ. 4, 5; გვ. 153 აბზ. 20]
9. რატომ არის მნიშვნელოვანი ესაიას წინასწარმეტყველება, სადაც ნათქვამია, რომ ბაბილონი „არასოდეს დასახლდება“ და რაში გვარწმუნებს მისი შესრულება დღეს მცხოვრებ ღვთის მსახურებს? (ეს. 13:19, 20) [g 11/07 გვ. 9 აბზ. 4, 5]
10. როდის მიიღო იესომ „დავითის გასაღები“ და როგორ იყენებს ამ გასაღებს? (ეს. 22:22) [w09 1/15 გვ. 31 აბზ. 2]