სამქადაგებლო მსახურების შედეგები
გაუნაწილებელ ტერიტორიებზე მსახურების შედეგად 2011 სამსახურებრივი წლის განმავლობაში საქართველოს 27 მუნიციპალიტეტში დამუშავდა ან მუშავდებოდა 132 დასახლებული პუნქტი, რომელთა მოსახლეობის რაოდენობაც ოფიციალური მონაცემებით არის 100 323 ადამიანი. ამ ტერიტორიებზე მსახურ მაუწყებელთაგან ბევრმა გამოსცადა სიხარული, რომელსაც მოციქული პავლე განიცდიდა ისეთ ადგილებზე მსახურებისას, სადაც მანამდე ნაქადაგები არ იყო (რომ. 15:23).