საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 3/12 გვ. 4
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
km 3/12 გვ. 4

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა მარტში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი და არ სურს ბიბლიის შესწავლის დაწყება, მაუწყებელს შეუძლია შესთავაზოს ჟურნალის ძველი ნომერი ან მობინადრისთვის საინტერესო ნებისმიერი ბროშურა. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, განიხილეთ ტრაქტატი „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“ და შეეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. როდესაც განმეორებით მოინახულებთ მათ, ვინც ესწრებოდა გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვს კრებასთან, შესთავაზეთ ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ივნისში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი და არ სურს ბიბლიის შესწავლის დაწყება, მაუწყებელს შეუძლია შესთავაზოს მობინადრისთვის საინტერესო ჟურნალის ძველი ნომერი ან ბროშურა.

◼ გახსენების საღამო ჩატარდება 2012 წლის 5 აპრილს, ხუთშაბათს. თუ თქვენი კრების შეხვედრა, ჩვეულებრივ, ხუთშაბათობით ტარდება, შეძლებისდაგვარად, ის კვირის სხვა დღეს ჩაატარეთ. თუ ეს შეუძლებელია, სამსახურებრივი შეხვედრის ის ნაწილები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი კრებისთვის, შეგიძლიათ სხვა სამსახურებრივ შეხვედრაზე განიხილოთ.

◼ ორი ვიდეოფილმი „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“ და „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“ განხილული იქნება უახლოეს სამსახურებრივ შეხვედრებზე. საჭიროების შემთხვევაში ეს ფილმები რაც შეიძლება მალე უნდა შეუკვეთოთ კრების საშუალებით.

◼ გახსენების საღამოს შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ფილიალს დამსწრეთა და სიმბოლოების მიმღებთა რაოდენობა. ამისთვის შეიძლება www.jw.org ვებ-გვერდის გამოყენება. თუ ეს შეუძლებელია, აცნობეთ ბლანკით S-7 ან წერილით. როდესაც გახსენების საღამოს რამდენიმე კრება აღნიშნავს ერთად, მხოლოდ ერთმა კრებამ უნდა ამცნოს ფილიალს დამსწრეთა რაოდენობა. უნდა დაინიშნოს ერთი კრება, რომელიც შეაჯამებს, თუ რამდენი დაესწრო საერთო ჯამში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება