თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2015 წლის 29 ივნისით დაწყებულ კვირაში. ფრჩხილებში მოცემული თარიღი მიუთითებს იმ კვირაზე, როცა განხილული იქნება ეს საკითხი, რაც საშუალებას მოგცემთ, მოემზადოთ იმ კვირის სკოლის პროგრამისთვის.
რატომ იყო არასწორი მიქალის შენიშვნა, რომელიც მან დავითს მისცა და რას სწავლობენ დაქორწინებული წყვილები ამ ბიბლიური ეპიზოდიდან? (2 სამ. 6:20—23) [11 მაის. w11 8/1 გვ. 12, აბზ. 1]
როგორი რეაქცია ჰქონდა წინასწარმეტყველ ნათანს, როდესაც იეჰოვამ ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით დავითისთვის ნათქვამი სიტყვები შეუსწორა? (2 სამ. 7:2, 3) [11 მაის. w12 2/15 გვ. 24, აბზ. 6, 7]
რატომ გადაწყვიტა ნათანმა, სათქმელის პირდაპირ თქმის ნაცვლად, მაგალითით დალაპარაკებოდა დავითს, როგორც ამას 2 სამუელის 12:1—7-დან ვხედავთ? როგორ გვეხმარება ეს შემთხვევა, ვიყოთ უკეთესი მასწავლებლები? [18 მაის. w12 2/15 გვ. 24, აბზ. 2, 3]
როგორ შეიყვანა შეცდომაში აბესალომმა ისრაელები და ჩვენ როგორ დავიცვათ თავი თანამედროვე „აბესალომებისგან“? (2 სამ. 15:6) [25 მაის. w12 7/15 გვ. 13, აბზ. 7]
როგორ დაეხმარა იეჰოვა დავითს რთულ პერიოდში და რის სწავლა შეგვიძლია აქედან? (2 სამ. 17:27—29) [1 ივნის. w08 9/15 გვ. 6, აბზ. 15, 16]
რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორ მოექცა დავითი უცხოტომელ ითაის? (2 სამ. 18:2) [1 ივნის. w09 5/15 გვ. 27, აბზ. 7]
რის სწავლა შეუძლიათ ხანდაზმულ და-ძმებს ბარზილაის მაგალითიდან? (2 სამ. 19:33—35) [8 ივნის. w07 7/15 გვ. 15, აბზ. 1, 2]
როგორ ამხნევებს იეჰოვას მსახურებს დავითის მიერ ერთგულთა შესახებ წარმოთქმული სიტყვები? (2 სამ. 22:26) [15 ივნის. w10 6/1 გვ. 26, აბზ. 6, 7]
როგორ გამოავლინა ნათანმა ღვთისადმი ერთგულება და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას? (1 მეფ. 1:11—14) [22 ივნის. w12 2/15 გვ. 25, აბზ. 1, 4, 5]
ქრისტიანის მიერ მიღებულმა რომელმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება გამოააშკარაოს მისი არასწორი აზროვნება, როგორც ეს მეფე სოლომონის შემთხვევაში მოხდა? (1 მეფ. 3:1) [29 ივნის. w11 12/15 გვ. 10, აბზ. 12—14]