თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2015 წლის 26 ოქტომბრით დაწყებულ კვირაში.
როგორ უსვამს ხაზს 2 მეფეების 13:18, 19-ში ჩაწერილი შემთხვევა ღვთისადმი მთელი სულითა და გულით მსახურების აუცილებლობას? [7 სექტ. w10 4/15 გვ. 26, აბზ. 11]
ვინ იყო ისრაელის მეფე იმ დროს, როცა იონა წინასწარმეტყველებდა და რას ვსწავლობთ მისი მსახურებიდან, რის შესახებაც 2 მეფეების 14:23—25 მოგვითხრობს? [7 სექტ. w09 1/1 გვ. 25, აბზ. 4]
რით აჩვენა ახაზმა, რომ ბოლომდე არ ენდო წინასწარმეტყველ ესაიას ნათქვამს და რა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე? (2 მეფ. 16:7) [14 სექტ. w13 11/15 გვ. 17, აბზ. 5]
რაბშაკეს რომელ მეთოდს მიმართავენ დღეს ღვთის ხალხის მოწინააღმდეგენი და ჩვენ რომელი თვისება დაგვეხმარება, არ მოვექცეთ მათი მცდარი აზროვნების გავლენაში? (2 მეფ. 18:22, 25) [14 სექტ. w10 7/15 გვ. 13, აბზ. 3, 4]
როგორ დაგვეხმარება მეფე იოშიას თავმდაბლობის მაგალითი, რომ ბიბლიის კითხვა და შესწავლა სასარგებლო აღმოჩნდეს? (2 მეფ. 22:19, 20) [21 სექტ. w00 3/1 გვ. 30, აბზ. 2]
როგორ ადასტურებს არქეოლოგიური აღმოჩენები 2 მეფეების 25:27—30-ში მოხსენიებული ორი მეფის არსებობას? [28 სექტ. w12 6/1 გვ. 5, აბზ. 2, 3]
რა სამი სათხოვრით მიმართა იაბეცმა იეჰოვას და რას ვსწავლობთ აქედან ლოცვის თაობაზე? (1 მატ. 4:9, 10) [5 ოქტ. w10 10/1 გვ. 23]
როგორ გვეხმარება 1 მატიანეს 5:18—22-ში მოცემული შემთხვევა, რომ სრულად ჩავებათ სულიერ ბრძოლაში? [12 ოქტ. w05 10/1 გვ. 9, აბზ. 7]
რა დაეხმარა დავითს, ჩასწვდომოდა იეჰოვას კანონის არსს და დაეფასებინა მასში მოცემული პრინციპი სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებით, და ჩვენ რისკენ უნდა აღგვძრას მისმა მაგალითმა? (1 მატ. 11:17—19) [19 ოქტ. w12 11/15 გვ. 6, 7, აბზ. 12—14]
რა არ გაითვალისწინა დავითმა, როდესაც შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადაჰქონდა და ჩვენ რა მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? (1 მატ. 15:13) [26 ოქტ. w03 5/1 გვ. 10, 11, აბზ. 11—13]