თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2015 წლის 28 დეკემბრით დაწყებულ კვირაში. ფრჩხილებში მოცემული თარიღი მიუთითებს იმ კვირაზე, როცა განხილული იქნება ეს საკითხი, რაც საშუალებას მოგცემთ, მოემზადოთ იმ კვირის სკოლის პროგრამისთვის.
ეპყრობოდა დავითი ტყვეებს სასტიკად, როგორც ზოგი ამას 1 მატიანეს 20:3-ის საფუძველზე ასკვნის? [2 ნოემბ. w05 2/15 გვ. 27]
რამ აღძრა დავითი ხელგაშლილობის გამოვლენისკენ და ჩვენ რა დაგვეხმარება, ვიყოთ ხელგაშლილნი? (1 მატ. 22:5) [9 ნოემბ. w05 10/1 გვ. 11, აბზ. 6]
რა იგულისხმა დავითმა სოლომონისთვის ნათქვამ სიტყვებში: „იცნობდე მამაშენის ღმერთს“? (1 მატ. 28:9) [16 ნოემბ. w10 11/1 გვ. 30, აბზ. 3, 7]
რას გვამცნობს 2 მატიანეს 1:10-ში ჩაწერილი სოლომონის სათხოვარი მისი პიროვნების შესახებ და რას ვსწავლობთ აქედან? (2 მატ. 1:11, 12) [23 ნოემბ. w05 12/1 გვ. 19, აბზ. 6]
რა უნიკალურ შესაძლებლობას ფლობს იეჰოვა, როგორც ამას 2 მატიანეს 6:29, 30-იდან ვიგებთ და ჩვენ რატომ უნდა გადმოვუღვაროთ გული მას ლოცვაში? (ფსალმ. 55:22) [30 ნოემბ. w10 12/1 გვ. 11, აბზ. 7]
რატომ სთხოვა ასამ იეჰოვას, რომ გამარჯვება მოეპოვებინა აურაცხელი მტრის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში და ჩვენ რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი? (2 მატ. 14:11) [7 დეკ. w12 8/15 გვ. 8, აბზ. 6 — გვ. 9, აბზ. 1]
როგორ გვარწმუნებს იეჰოვას სიყვარულში ის, თუ როგორ მოექცა მეფე იეჰოშაფატს და როგორ უნდა იმოქმედოს ამან სხვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე? (2 მატ. 19:3) [14 დეკ. w03 7/1 გვ. 17, აბზ. 13; cl გვ. 245, აბზ. 12]
რატომ და როგორ შეუძლიათ დღეს ქრისტიანებს გაითვალისწინონ 2 მატიანეს 20:17-ში ჩაწერილი სიტყვები: „დადექით [და] იდექით“? [21 დეკ. w05 12/1 გვ. 21, აბზ. 1; w03 6/1 გვ. 21, აბზ. 15, 16]
რა საგულისხმო გაფრთხილებაა ჩაწერილი 2 მატიანეს 21:20-ში, სადაც იეჰორამის სიკვდილის შესახებ ვკითხულობთ? [21 დეკ. w98 11/15 გვ. 32, აბზ. 4]
ვინ მოახდინა კეთილისმყოფელი გავლენა ახალგაზრდა უზიაზე, როგორც ამას 2 მატიანეს 26:5 გვატყობინებს და როგორ შეუძლიათ დღეს ახალგაზრდებს მოწიფული ქრისტიანებისგან ბევრი რამის სწავლა? [28 დეკ. w07 12/15 გვ. 10, აბზ. 2, 4]