ღვთის სიტყვის საუნჯე | იგავები 1—6
მიენდე იეჰოვას მთელი გულით
იეჰოვა სრულ ნდობას იმსახურებს ჩვენგან. მისი სახელის მნიშვნელობა გვარწმუნებს, რომ მას შეუძლია ყველა დანაპირები შეასრულოს. ლოცვა დიდ როლს ასრულებს მისადმი ნდობის განვითარებაში. იგავების მე-3 თავიდან ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა გვაკურთხებს მისადმი ნდობის გამო და გაგვისწორებს სავალს.
ის, ვინც საკუთარ თვალში ბრძენია . . .
იეჰოვასთვის ხელმძღვანელობის თხოვნის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს.
ენდობა საკუთარ თავს ან ქვეყნიერების სიბრძნეს.
ის, ვინც იეჰოვას ენდობა . . .
ახლო ურთიერთობას ავითარებს მასთან ბიბლიის შესწავლის, ფიქრისა და ლოცვის მეშვეობით.
გადაწყვეტილებების მიღებამდე ეძებს მის ხელმძღვანელობას და იკვლევს ბიბლიურ პრინციპებს.
პირველი: ვირჩევ იმას, რაც გონივრულად მიმაჩნია. |
პირველი: ვეძებ იეჰოვას ხელმძღვანელობას ლოცვისა და პირადი შესწავლის მეშვეობით. |
მეორე: ვთხოვ იეჰოვას, აკურთხოს ჩემი გადაწყვეტილება. |
მეორე: გადაწყვეტილებებს ბიბლიის პრინციპების თანახმად ვიღებ. |