საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb18 თებერვალი გვ. 7
  • დავიხვეწოთ ქადაგებაში — სწორად შეარჩიე კითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დავიხვეწოთ ქადაგებაში — სწორად შეარჩიე კითხვები
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
  • მსგავსი მასალა
  • კითხვების ეფექტურად გამოყენება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • შეასრულეთ თქვენი საქმე როგორც მახარობლებმა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • კითხვების გამოყენება
    გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
  • სწავლებისას გამოავლინე გონიერება და დამაჯერებლობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
mwb18 თებერვალი გვ. 7

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

დავიხვეწოთ ქადაგებაში — სწორად შეარჩიე კითხვები

რატომ არის მნიშვნელოვანი: თუ „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია“, მაშინ კითხვები მისი ზრახვების ამოსახაპი ჭურჭელივითაა (იგავ. 20:5). კითხვები გვეხმარება, მსმენელი საუბარში ჩავაბათ. თუ კარგად შერჩეულ კითხვებს დავუსვამთ, მისი პასუხიდან ბევრ რამეს დავინახავთ. იესოს ამ მხრივ ბადალი არ მოეძებნებოდა. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

იესო ერთ-ერთ მოწაფეს კითხვას უსვამს

როგორ მოვიქცეთ:

  • გაიგე, რას ფიქრობს. იესომ არაერთი კითხვა დაუსვა მოწაფეებს, რომ გაეგო მათი თვალსაზრისი (მათ. 16:13—16; be 238 ¶3—5). რა კითხვები შეგიძლია დაუსვა მსმენელს მისი აზრის გასაგებად?

  • კითხვების მეშვეობით მიიყვანე სწორ დასკვნამდე. პეტრესთვის თვალსაზრისი რომ შეესწორებინა, იესომ კითხვებიც დაუსვა და სავარაუდო პასუხებიც შესთავაზა, რაც დაეხმარა მას, სწორ დასკვნამდე მისულიყო (მათ. 17:24—26). რა კითხვები შეგიძლია დაუსვა მსმენელს, სწორ დასკვნამდე რომ მიიყვანო?

  • შეაქე. იესომ შეაქო მწიგნობარი, რომელმაც ჭკვიანური პასუხი გასცა (მარ. 12:34). როგორ შეგიძლია შეაქო ადამიანი, რომელიც დასმულ კითხვაზე გპასუხობს?

გამოავლინე პატივისცემა. ჩვენ არა გვაქვს ისეთი უფლებამოსილება, როგორიც იესოს ჰქონდა. ამიტომ პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ, განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანების, სრულიად უცნობების ან უფლებამოსილი პირების მიმართ (1 პეტ. 2:17).

უყურე ვიდეორგოლის „განაგრძეთ იესოს დაწყებული საქმე — ასწავლეთ“ პირველ ნაწილს და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • რატომ არ იყო კარგი ეს მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ზუსტად იყო გადაცემული?

  • რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ მასალის ახსნა?

უყურე ვიდეორგოლის მეორე ნაწილს და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • საიდან ჩანს, რომ ძმამ სწორად შეარჩია კითხვები?

  • კიდევ რაში შეგვიძლია მივბაძოთ ამ ძმას?

სახტად დარჩენილი დაინტერესებული, რომელიც ვერ სწვდება ახსნილს; დაინტერესებული, რომელიც კარგად სწვდება საკითხს

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანებზე იმან, თუ როგორ ვასწავლით? (ლუკ. 24:32).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება