საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb18 მარტი გვ. 7
  • „იფხიზლეთ“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „იფხიზლეთ“
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
  • მსგავსი მასალა
  • „იფხიზლეთ!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • იგავი ათ ქალწულზე მოწაფეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • ყურად იღებთ იესოს გაფრთხილებებს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • ‘ერთგული მონა’ მზად აღმოჩნდა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
mwb18 მარტი გვ. 7
ათი ქალწული იესოს იგავიდან

ღვთის სიტყვის საუნჯე | მათე 25

„იფხიზლეთ“

25:1—12

მიუხედავად იმისა, რომ იესომ იგავი ათ ქალწულზე ცხებული მიმდევრების საყურადღებოდ მოიყვანა, ამ იგავის მორალი ყველა ქრისტიანს ეხება (w15 3/15 12—16). „ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არც დღე იცით და არც საათი“ (მათ. 25:13). იცი ამ იგავის მნიშვნელობა?

  • ნეფე (მუხლი 1) — იესო.

  • გონიერი ქალწულები, რომლებიც მზად იყვნენ (მუხლი 2) — ცხებული ქრისტიანები, რომლებიც მომზადებული არიან თავიანთი დავალების შესასრულებლად და ქვეყნიერების აღსასრულამდე ანათებენ, როგორც მნათობები (ფილ. 2:15).

  • შეძახილი: „ნეფე მოდის!“ (მუხლი 6) — იესოს მოსვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

  • უგუნური ქალწულები (მუხლი 8) — ნეფის შესაგებებლად გამოსული ცხებული ქრისტიანები, რომლებიც სიფხიზლეს კარგავენ და ორგულები ხდებიან.

  • გონიერი ქალწულები სხვებს არ უწილადებენ ზეთს (მუხლი 9) — საბოლოო ბეჭდის დასმის შემდეგ ერთგული ცხებულები ვეღარ დაეხმარებიან მათ, ვინც ორგული გახდა.

  • „მოვიდა ნეფე“ (მუხლი 10) — დიდი გასაჭირის მიწურულს იესო გასასამართლებლად მოდის.

  • გონიერი ქალწულები ნეფესთან ერთად შედიან საქორწილო წვეულებაზე და კარი იკეტება (მუხლი 10) — იესო თავს უყრის ერთგულ ცხებულებს ზეცაში, ორგულები კი ვერ იღებენ ზეციურ ჯილდოს.

ამ იგავით იესოს იმის თქმა არ სურდა, რომ ცხებულთა დიდი ნაწილი ორგული გახდებოდა და მათი ჩანაცვლება იქნებოდა საჭირო. ეს არის გაფრთხილება ცხებულებისთვის: მათზეა დამოკიდებული, მოემზადებიან და სიფხიზლეს შეინარჩუნებენ თუ უგუნურები და ორგულები გახდებიან. იესომ მოუწოდა მათ: „მზად იყავით“ (მათ. 24:44). ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, იესო ყველასგან მოელის, რომ მსახურების ერთგულად შესასრულებლად გულებს მოვამზადებთ და ვიფხიზლებთ.

რით ცხადვყოფ, რომ ვფხიზლობ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება