იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით ამოიცნობიან — ერიდეთ ეგოიზმსა და გაღიზიანებას
რატომ არის მნიშვნელოვანი: იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეების ამოსაცნობი ნიშანი სიყვარული იქნებოდა (იოან. 13:34, 35). ქრისტეს მსგავსად სიყვარული რომ გამოვავლინოთ, სხვების ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და მოვერიდოთ გაღიზიანებას (1 კორ. 13:5).
როგორ მოვიქცეთ:
როცა ვინმეს საქციელი ან სიტყვები გულს გტკენს, დაფიქრდი, რა არის ამის მიზეზი და რა შეიძლება მოჰყვეს შენს რეაქციას (იგავ. 19:11).
გახსოვდეს, ყველანი არასრულყოფილები ვართ და ზოგჯერ ისეთ რამეს ვამბობთ ან ვაკეთებთ, რასაც მოგვიანებით ვნანობთ.
დაუყოვნებლივ მოაგვარე უთანხმოებები.
უყურე ვიდეოს «„გიყვარდეთ ერთმანეთი“ — ერიდეთ ეგოიზმსა და გაღიზიანებას» და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
როგორი რეაქცია ჰქონდა ლერის ტომის სიტყვებზე?
რა დაეხმარა ტომს, რომ არ გაღიზიანებულიყო?
როგორ განმუხტა ტომის პასუხმა დაძაბული სიტუაცია?
როგორ აისახება კრებაზე, როცა დაძაბულობის დროს სიმშვიდეს ვინარჩუნებთ?