ღვთის სიტყვის საუნჯე | საქმეები 25, 26
პავლე კეისართან ასაჩივრებს და მეფე აგრიპას წინაშე ამოწმებს
მართალია, ჩვენ არ უნდა შეგვაწუხოს იმაზე ფიქრმა, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათ, როცა „გამგებლებთან და მეფეებთან“ წაგვიყვანენ, მაგრამ წინასწარ მომზადება აუცილებელია, რათა დამცველებად გამოვიდეთ ყველას წინაშე, ვინც ჩვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გვთხოვს (მათ. 10:18—20; 1 პეტ. 3:15). როგორ მივბაძოთ პავლეს, თუ მოწინააღმდეგეები შეეცდებიან, სირთულეები შეგვიქმნან დადგენილებით? (ფსალმ. 94:20).
ჩვენ ვსარგებლობთ კანონიერი უფლებებით სასიხარულო ცნობის დასაცავად (საქ. 25:11).
ჩვენ პატივისცემით ვსაუბრობთ უფლებამოსილი პირების წინაშე (საქ. 26:2, 3).
თუ მიზანშეწონილია, ვუხსნით მათ, როგორ აისახა სასიკეთოდ როგორც ჩვენზე, ისე სხვებზე სასიხარულო ცნობის მოსმენა (საქ. 26:11—20).