ღვთის სიტყვის საუნჯე | ტიტე 1 — ფილიმონი
უხუცესების დანიშვნა
პავლემ დაავალა ტიტეს, „ყოველ ქალაქში უხუცესები“ დაენიშნა. დღესაც სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე ხდება სარაიონო ზედამხედველების მიერ კრებაში უხუცესების დანიშვნა.
ხელმძღვანელი საბჭო
როგორც პირველ საუკუნეში, დღესაც ხელმძღვანელმა საბჭომ სარაიონო ზედამხედველებს მიანდო სერიოზული პასუხისმგებლობა — უხუცესებად და მომსახურეებად დანიშნონ ძმები.
სარაიონო ზედამხედველები
თითოეული სარაიონო ზედამხედველი გულდასმით განიხილავს უხუცესების რეკომენდაციებს და ლოცულობს, ვიდრე უხუცესად ან მომსახურედ დანიშნავს ძმას, რომელიც ბიბლიურ მოთხოვნებს შეესაბამება.
უხუცესები
ძმა უხუცესად დანიშვნის შემდეგაც უნდა შეესაბამებოდეს ბიბლიურ მოთხოვნებს.