ღვთის სიტყვის საუნჯე | 1 პეტრე 3—5
„მოახლოვდა ყველაფრის დასასრული“
მალე დადგება დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ერთგული დავრჩეთ ახლაც და მომავალშიც?
გამუდმებით ვილოცოთ და აღვავლინოთ ყოველგვარი ლოცვა.
განვივითაროთ გულითადი სიყვარული თანაქრისტიანების მიმართ და უფრო დავუახლოვდეთ მათ.
გამოვავლინოთ სტუმართმოყვარეობა.
ჰკითხე საკუთარ თავს: როგორ შემიძლია გულითადი სიყვარული და სტუმართმოყვარეობა გამოვავლინო როგორც ჩემი კრების, ისე სხვა ქვეყნებში მცხოვრები და-ძმების მიმართ?