ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 42, 43
იოსები დიდ თავშეკავებას ავლენს
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას იგრძნობდა იოსები ძმებთან მოულოდნელი შეხვედრის დროს? მას შეეძლო მაშინვე გაემხილა თავისი ვინაობა, შემდეგ კი ან თბილად მიეღო ისინი, ან შური ეძია. მაგრამ იოსებმა თავი ხელში აიყვანა. როგორ მოიქცევი, თუ ოჯახის წევრების ან სხვების მხრიდან უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი გახდები? იოსების შემთხვევიდან ვსწავლობთ, რატომ ღირს თავშეკავების გამოვლენა და სიმშვიდის შენარჩუნება ნაცვლად იმისა, რომ ავყვეთ ვერაგი გულის ხმას და იმპულსურად ვიმოქმედოთ.
როგორ შეგიძლია მიჰბაძო იოსებს?