საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb25 მარტი გვ. 14-15
  • 28 აპრილი – 4 მაისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 28 აპრილი – 4 მაისი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
mwb25 მარტი გვ. 14-15

28 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ – 4 ᲛᲐᲘᲡᲘ

ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 11

სიმღერა 90 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. დაუფიქრდი შენს სიტყვებს!

(10 წთ.)

ნუ იტყვი ისეთ რამეს, რაც ზიანს მიაყენებს მოძმეს (იგავ. 11:9; w02 5/15 26 ¶4).

ნუ იტყვი ისეთ რამეს, რაც განხეთქილებას გამოიწვევს (იგავ. 11:11; w02 5/15 27 ¶2, 3).

ნუ გაამხელ კონფიდენციალურ ინფორმაციას (იგავ. 11:12, 13; w20.03 21, 22 ¶12, 13).

დარბაზში ორი ძმა საუბრობს. ერთ-ერთი აკრიტიკებს ძმას, რომელიც მათ უახლოვდება.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: როგორ გვეხმარება ლუკას 6:45-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები, რომ ჩვენი საუბრით სხვებს ზიანი არ მივაყენოთ?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • იგავ. 11:17 – რა დადებითი გავლენა აქვს სიკეთის კეთებას? (g20.1 11, ჩარჩო)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) იგავ. 11:1–20 (th გაკვეთილი 5)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. ეცადე, შენს ნაცნობს გაუზიარო რაიმე საინტერესო აზრი ბოლოდროინდელი კრების შეხვედრიდან (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 4).

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. აჩვენე რომელიმე ვიდეო სწავლებაში დამხმარე საშუალებებიდან და მასთან ერთად იმსჯელე ამ ვიდეოზე (lmd გაკვეთილი 8, პუნქტი 3).

6. მოწაფეების მომზადება

(4 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე მოსაუბრეს ბიბლიის შესწავლა და აჩვენე, როგორ ტარდება (lmd გაკვეთილი 10, პუნქტი 3).

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 157

7. ნუ დაარღვევთ თქვენი ენით მშვიდობას!

(15 წთ.) განხილვა.

ცოდვილი ბუნების გამო სიტყვით ხშირად ვცდებით (იაკ. 3:8). თუ წინასწარ ვიფიქრებთ, როდის შეიძლება დავუშვათ შეცდომა და რა შეიძლება ამას მოჰყვეს, ისეთ რამეს არ ვიტყვით, რაც სანანებელი გაგვიხდება. განვიხილოთ, რა სახის საუბარმა შეიძლება დაარღვიოს კრებაში მშვიდობა.

  • ტრაბახი. თავის ქებამ შეიძლება სხვებში შური და მეტოქეობა გამოიწვიოს (იგავ. 27:2).

  • ინფორმაციის დამახინჯება. შეიძლება აშკარა ტყუილი არ ვთქვათ, მაგრამ ჩვენი საუბრით ვინმე შეცდომაში შევიყვანოთ. ასეთი უპატიოსნო საქციელი რეპუტაციას შეგვილახავს და სხვების თვალში ნდობას დაგვაკარგვინებს (ეკლ. 10:1).

  • ჭორაობა. თუ სხვების ცხოვრებას განვიხილავთ, ფაქტებს დავამახინჯებთ ან პირად ინფორმაციას გავამჟღავნებთ, ამან შეიძლება უთანხმოება და განხეთქილება გამოიწვიოს (1 ტიმ. 5:13).

  • შეურაცხყოფა. გაბრაზებული ადამიანი შეიძლება გამოვიდეს მდგომარეობიდან და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართოს სხვას (ეფეს. 4:26). ეს შეიძლება კონფლიქტისა და გულისტკივილის მიზეზი გახდეს (იგავ. 29:22).

კადრები ვიდეოდან „მოიშორეთ ყველაფერი, რაც არღვევს მშვიდობას“ (ნაწყვეტი): 1) ემილი და სელია კაფეში სხედან. სელია ჰეილის პოსტს უყურებს ტელეფონში; 2) ჰეილი სელიას გაბრაზებული ელაპარაკება დარბაზთან.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „მოიშორეთ ყველაფერი, რაც არღვევს მშვიდობას“ (ნაწყვეტი); შემდეგ ჰკითხე:

  • რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენმა საუბარმა კრებაში არსებულ მშვიდობაზე?

თუ გსურთ, გაიგოთ, როგორ შეიძლება მშვიდობის აღდგენა, უყურეთ ვიდეოს „მშვიდობა ეძიეთ და მისკენ ისწრაფეთ“.

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 25 ¶14–21

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | 2025 წლის რეგიონული კონგრესის ახალი სიმღერა და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება