5–11 ᲛᲐᲘᲡᲘ
ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 12
სიმღერა 101 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. შრომა დაგიფასდებათ!
(10 წთ.)
ფუჭ საქმეებს ნუ შეალევთ დროს (იგავ. 12:11).
იყავით გულმოდგინეები და შრომისმოყვარეები (იგავ. 12:24; w16.06 30 ¶6).
თქვენი შრომა დაჯილდოვდება (იგავ. 12:14).
ᲠᲩᲔᲕᲐ: სამუშაო მაშინ იქნება სიამოვნების მომგვრელი, თუ იფიქრებთ, რა სიკეთე მოაქვს მას სხვებისთვის (საქ. 20:35; w15 2/1 5 ¶4–6).
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
იგავ. 12:25 – როგორ შეგვიძლია სიტყვით სხვების გაძლიერება? (w24.09 28 ¶10)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) იგავ. 12:1–20 (th გაკვეთილი 5)
4. საუბრის წამოწყება
(2 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 4)
5. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 4).
6. ინტერესის გაღვივება
(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. აჩვენე მშობელს ჩვენი ვებსაიტი (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 3).
7. საკუთარ მრწამსზე მსჯელობა
(3 წთ.) ინსცენირება. ijwfq სტატია 3 – თემა: ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენი რელიგიაა ჭეშმარიტი? (lmd გაკვეთილი 4, პუნქტი 3)
სიმღერა 21
8. იეჰოვას დახმარებით თავს გავართმევთ ეკონომიკურ პრობლემებს
(15 წთ.) განხილვა.
დღეს ეკონომიკურად არასტაბილურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ამიტომ შესაძლოა დარდობდეთ, რომ ერთ დღესაც სამუშაოს დაკარგავთ, ახლის პოვნას ვერ შეძლებთ ან ასაკში რომ შეხვალთ, გაგიჭირდებათ თავის გატანა. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ თუ ჩვენთვის უმთავრესი მისი მსახურება იქნება, ის აუცილებელს არ მოგვაკლებს (ფსალმ. 46:1–3; 127:2; მათ. 6:31–33).
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივართ“. შემდეგ ჰკითხე:
რა ისწავლეთ ფრანსისკოს შემთხვევიდან?
წაიკითხე 1 ტიმოთეს 5:8. კითხვა აუდიტორიისთვის:
როგორ გვარწმუნებს ეს მუხლი, რომ იეჰოვა, დიდი ოჯახის თავი, აუცილებლად იზრუნებს ჩვენზე?
ეკონომიკური პრობლემების დროს ქვემოთ მოცემული ბიბლიური პრინციპები დაგეხმარებათ:
გაიმარტივეთ ცხოვრება, ყაირათიანად ხარჯეთ ფული და ნუ აიღებთ არასაჭირო ვალს (მათ. 6:22).
მანამ, სანამ გადაწყვეტთ, რა განათლებას მიიღებთ ან სად იმუშავებთ, დაფიქრდით, ხელი ხომ არ შეგეშლებათ იეჰოვას მსახურებაში (ფილ. 1:9–11).
იყავით თავმდაბალი და მოერგეთ სიტუაციას. თუ სამსახურს დაკარგავთ, მზად იყავით ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად (იგავ. 14:23).
იყავით ხელგაშლილი მაშინაც კი, თუ ხელმომჭირნედ ცხოვრობთ (ებრ. 13:16).
9. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) bt თავი 26 ¶1–8 და ჩარჩოები 204-ე და 208-ე გვერდებზე