საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb25 მაისი გვ. 6-7
  • 19–25 მაისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 19–25 მაისი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
mwb25 მაისი გვ. 6-7

19–25 ᲛᲐᲘᲡᲘ

ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 14

სიმღერა 89 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. საგანგებო სიტუაციის დროს დაკვირვებულად იმოქმედეთ

(10 წთ.)

„ყველა სიტყვას“ ბრმად ნუ დაიჯერებთ (იგავ. 14:15; w23.02 22, 23 ¶10–12).

იმპულსურად ნუ იმოქმედებთ და მხოლოდ წარსულში მიღებული გამოცდილებით ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას (იგავ. 14:12).

ყურს ნუ დაუგდებთ მათ, ვინც არ მიჰყვება იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს (იგავ. 14:7).

ოჯახი ერთად უყურებს JW მაუწყებლობის პროგრამას.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: უხუცესებო, მზად ხართ იმისთვის, რომ თუ საგანგებო სიტუაცია შეიქმნება, გაითვალისწინოთ ორგანიზაციისგან მიღებული ხელმძღვანელობა და მიენდოთ იეჰოვას? (w24.07 5 ¶11)

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • იგავ. 14:17 – რა გაგებით შეიძლება იყოს „ჭკვიანი კაცი მოძულებული“? (it „ჭკუა“ ¶3)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) იგავ. 14:1–21 (th გაკვეთილი 11)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. გაუზიარე რაიმე აზრი ბიბლიიდან მას, ვინც არსებული ეკონომიკური მდგომარეობითაა შეშფოთებული (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 3).

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მობინადრეს შესთავაზე ჟურნალი იმ თემაზე, რომლითაც წინა საუბრის დროს დაინტერესდა (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 4).

6. მოწაფეების მომზადება

(5 წთ.) ურჩიე შემსწავლელს, რომ ბიბლია ყოველდღე წაიკითხოს და აუხსენი, რა დაეხმარება ამ მიზნის მიღწევაში (th გაკვეთილი 19).

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 126

7. მოემზადეთ საგანგებო სიტუაციებისთვის

(15 წთ.) განხილვა.

წარმოადგენს უხუცესი. თუ ფილიალიდან და უხუცესთა საბჭოსგან მითითებებს მიიღებ, აუცილებლად განიხილე.

ჩვენ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ, ამიტომ მოველით, რომ ცხოვრება სულ უფრო გართულდება (2 ტიმ. 3:1). საგანგებო სიტუაციების დროს იეჰოვას ხალხი დროულ მითითებებს იღებს, რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. მომავალში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი სიცოცხლე რომ არ შეიწიროს, დღესვე უნდა გავიძლიეროთ რწმენა და საჭირო ზომებიც მივიღოთ (იგავ. 14:6, 8).

  • გაიძლიერეთ რწმენა: შეადგინეთ კარგი სულიერი განრიგი. ეცადეთ, მსახურების სხვადასხვა სფეროში დაიხვეწოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თუ რაღაც დროის მანძილზე და-ძმებთან ვერ ახერხებთ დაკავშირებას (იგავ. 14:30). გახსოვდეთ, რომ იეჰოვა და იესო ყოველთვის თქვენ გვერდით არიან (od 175, 176 ¶15–17).

  • მიიღეთ საჭირო ზომები: თითოეულ ოჯახს მზად უნდა ჰქონდეს როგორც საევაკუაციო ჩანთები, ისე საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების მარაგი. ეს იმ შემთხვევისთვის გამოადგებათ, თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში სახლში მოუწევთ დარჩენა (იგავ. 22:3; g17.5 4).

წინა სურათზე ნაჩვენები ოჯახი საგანგებო სიტუაციებისთვის საჭირო ნივთების მარაგს ამზადებს.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „მზად ხართ საგანგებო სიტუაციებისთვის?“. შემდეგ ჰკითხე:

  • როგორ გვეხმარება იეჰოვა საგანგებო სიტუაციების დროს?

  • როგორ მოვემზადოთ პრაქტიკულად?

  • როგორ შეგვიძლია გასაჭირში მყოფი და-ძმების დახმარება?

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ:

როგორ დამანახვა ბოლო დროს შექმნილმა საგანგებო სიტუაციებმა, რომ წინასწარ მომზადება აუცილებელია?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 26 ¶18–22 და ჩარჩო 209-ე გვერდზე

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 116 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება