2012 წლის მუხლი
„შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17).
ჩვენ უზომოდ მადლიერნი უნდა ვიყოთ მოსიყვარულე ზეციერი მამის, რომ ჭეშმარიტება გაგვიმჟღავნა! მისი სიტყვიდან ვიგებთ, რომელია ცხოვრების საუკეთესო გზა და როგორ ვიცხოვროთ აზრიანად. ის გვიცავს ამაოებისა და მავნე მისწრაფებებისგან, გვათავისუფლებს რელიგიური სიცრუის მონობისგან და გვანიჭებს ნამდვილ შინაგან სიმშვიდეს. ღვთის სიტყვა დღეს აზრს სძენს ჩვენს ცხოვრებას და მომავლის არაჩვეულებრივ იმედს გვისახავს.
ჭეშმარიტება მილიონობით და-ძმასთან გვაერთიანებს მთელ მსოფლიოში. რაც მთავარია, ბიბლიური ჭეშმარიტება გვასწავლის იეჰოვას შესახებ და გვიჩვენებს, როგორ შეგვიძლია დავუახლოვდეთ მას. დაე, არასოდეს მივიჩნიოთ იეჰოვას საბოძვარი ჩვეულებრივ რამედ. ვიხაროთ ჭეშმარიტებით და ყოველ ნაბიჯზე ვიხელმძღვანელოთ მისით.