საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb14 გვ. 105
  • სრული ანშლაგი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სრული ანშლაგი
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2014
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2014
yb14 გვ. 105

სიერა-ლეონე და გვინეა

სრული ანშლაგი

სურათი 105 გვერდზე

იეჰოვას მოწმეებმა 1956 წელს ფრიტაუნში მოაწყვეს ვიდეოფილმის ჩვენება. ფილმის სახელწოდება იყო „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებს“. ძმები იტყობინებოდნენ:

«ვიქირავეთ ფრიტაუნის ყველაზე დიდი დარბაზი და 1000 მოსაწვევი გავავრცელეთ. გვაინტერესებდა, რამდენი ადამიანი მოვიდოდა. ფილმის დაწყებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი და ჯერ მხოლოდ 25 კაცი იყო მოსული. 15 წუთში კიდევ 100 მოვიდა; მალე მთლიანი დარბაზი შეივსო, ხუთასივე ადგილი დაკავებული იყო, ასი კაციც ფეხზე იდგა. ამას გარდა, შესასვლელთან კიდევ 500 სტუმარი იცდიდა. როცა ვკითხეთ გარეთ დარჩენილ ხალხს, დაელოდებოდნენ თუ არა მორიგ ჩვენებას, ერთხმად გვიპასუხეს: „რა თქმა უნდა, დაველოდებით!“. ისინი ბოლომდე იცდიდნენ ღია ცის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს წვიმიანი ამინდი იყო».

წლების მანძილზე სიერა-ლეონეში 80 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა ეს და სხვა არანაკლებ საინტერესო ბიბლიური ფილმები.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება