საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb15 გვ. 82-გვ. 85 აბზ. 3
  • მოკლე მიმოხილვა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოკლე მიმოხილვა
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
yb15 გვ. 82-გვ. 85 აბზ. 3
სურათი 82 გვერდზე

დომინიკელთა რესპუბლიკა

მოკლე მიმოხილვა

რუკა 83 გვერდზე

ტერიტორია. დომინიკელთა რესპუბლიკას კუნძულ ესპანიოლას დაახლოებით ორი მესამედი უკავია; დანარჩენი ერთი მესამედი კი, ჰაიტის ეკუთვნის. ამ გეოგრაფიულად მრავალფეროვან ქვეყანაში შეხვდებით ტროპიკულ ტყეებს, ცადაზიდულ მთებს, მანგროს ჭაობებსა და უდაბნოებს. უმაღლესი წერტილია პიკო-დუარტე, რომელიც ზღვის დონიდან 3 175 მეტრზე მდებარეობს. სანაპირო ზოლი უმეტესწილად საუცხოო თეთრი ქვიშით არის დაფარული. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს კი ნაყოფიერი ველები ამშვენებს, მაგალითად, სიბაუს ველი.

მოსახლეობა. მოსახლეობის უმეტესობა ევროპელებისა და აფრიკელების ნარევია. შეხვდებით აგრეთვე შედარებით მცირე სხვა ეთნიკურ ჯგუფებს. მათ შორის ყველაზე დიდ ჯგუფს ჰაიტელები შეადგენენ.

ენა. ოფიციალური ენა — ესპანური.

სურათი 84, 85 გვერდებზე

და-ძმები ხარობენ ერთმანეთთან ურთიერთობით

ეკონომიკა. ქვეყანაში მოიპოვება წიაღისეული. შაქრის, ყავისა და თამბაქოს ინდუსტრია ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ბოლო პერიოდში ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურიზმისა და წარმოების განვითარებამ.

კლიმატი. კუნძულზე რბილი და ნოტიო ჰავაა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 250C. ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთებში ნალექების საშუალო რაოდენობა 2 032 მილიმეტრია, ხოლო მშრალ რეგიონებში — 760 მმ. კუნძულს ხშირად ატყდება ტროპიკული შტორმი და ქარიშხალი.

კულტურა. ძირითადი საკვები პროდუქტებია: ბრინჯი, პარკოსნები და ბოსტნეული. დომინიკელებს უყვართ ზღვის პროდუქტები, ტროპიკული ხილი, წიწაკა და შემწვარი ბანანი. ზოგიერთი ამ ინგრედიენტით მზადდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი „ლა-ბანდერა დომინიკანა“ (სიტყვასიტყვით დომინიკელთა დროშა). კუნძულელების საყვარელი გასართობია ბეისბოლი, მუსიკა და ცეკვა, განსაკუთრებით მერენგე. ყველაზე გავრცელებული მუსიკალური საკრავებია: გიტარა, მარიმბა, ფლეიტები და დასარტყამი ინსტრუმენტები.

ტერიტორია (კვ. კმ.)

18 792

მოსახლეობა

10 404 000

მაუწყებლების რაოდენობა 2014 წელს

38 161

შეფარდება ერთ მაუწყებელზე

273

2014 წელს გახსენების საღამოს დაესწრო

132 760

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება