საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g96 ოქტომბერი გვ. 16-17
  • ოქტ.—დეკ. სიცოცხლე — სათუთად მოსავლელი ძღვენი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქტ.—დეკ. სიცოცხლე — სათუთად მოსავლელი ძღვენი
  • გამოიღვიძეთ! — 1996
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • რას ამბობს ბიბლია აბორტზე?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • მიეცით ბავშვებს ის, რაც სჭირდებათ
    გამოიღვიძეთ! — 2004
  • აბორტი
    გამოიღვიძეთ! — 2017
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1996
g96 ოქტომბერი გვ. 16-17

სიცოცხლე — სათუთად მოსავლელი ძღვენი

რა შესანიშნავი ძღვენი იყო, როცა იეჰოვა ღმერთმა ადამიანთა ოჯახს ორსულობის უპირატესობა უბოძა! მშვენიერ ბავშვს მიიღებდა ერთმანეთის მოსიყვარულე და თავიანთი ცოლქმრული კავშირის პატარა ნაყოფის სათუთად მოვლისა და ზრუნვისთვის მომზადებული, მოლოდინში ხელებგაწვდილი ბედნიერი წყვილი. ბავშვის ცხოვრების განმავლობაში ოჯახს მხოლოდ სიხარული ექნებოდა.

მაგრამ ადამისა და ევას მიერ ჩადენილმა ცოდვამ ტრაგიკული შედეგები მოუტანა ბავშვებს, რომლებიც შემდეგში კაცობრიობას წარმოადგენენ. ცოდვის შედეგად ჩვენი პირველი დედა დაწყევლილი იქნა, რომ მშობიარობისას გაჭირვება და ტკივილი ჰქონოდა. და ცოდვილმა გარემომ, რომელშიც მათი შთამომავლები იბადებოდნენ, ორსულობა საშინელ გამოცდად აქცია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ დღევანდელ რთულ ქვეყნიერებაში დაორსულებას, ხშირად, სიხარულის გარდა ყველანაირად ხვდებიან. მაგრამ, რა თვალსაზრისი აქვს არშობილზე შემოქმედს? იცვლება თუ არა მისი თვალსაზრისი ზნეობრიობის ცვალებად ტალღებთან ერთად? რასაკვირველია, არა. მსოფლიოს არშობილ ბავშვებზე მისი თვალსაზრისი და ზრუნვა უცვლელი რჩება.

საღვთო წერილი ნათლად გვიჩვენებს, რომ დედის მუცელში შეუდარებელი ინდივიდუალური პიროვნება ვითარდება. სიცოცხლე განაყოფიერების მომენტში იწყება. ქვეყნად გაჩენა უჩვენებს ადამიანს ბავშვს, რომელიც ღმერთმა უკვე იხილა. ეზეკიელი ‘საშოს განმღებ’ ყოველ ბავშვზე ლაპარაკობს (ეზეკიელი 20:26, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). იობი ‘დედის საშოს კარებს’ აღწერს და მკვდრადნაშობებს უწოდებს ‘ჩვილებს, რომელთაც სინათლე არ უნახავთ“ (იობი 3:10, 16).

დაუკვირდი, რა სათუთად ზრუნავს იეჰოვა ღმერთი ნაზ სიცოცხლეზე, რომელიც მუცელში ვითარდება. მან იერემიას უთხრა: „ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი“ (იერემია 1:5). დავითმა თქვა: „არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში. ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა“ (ფსალმუნი 138:15, 16). იობი უწოდებს ღმერთს მას, „ვინც მე შემქმნა მუცელში“, ვინც „გამოგვსახა საშოში“ (იობი 31:15).

მაგრამ, როგორ ზრუნავს ღმერთი მომლოდინე სასოწარკვეთილ დედაზე, რომელსაც არ სურს ბავშვი? ყველა პიროვნებაზე მეტად მშობლის მძიმე პასუხისმგებლობები ესმის შემოქმედს. თუ მომლოდინე დედა, რთული პირობების მიუხედავად, ღვთის მოთხოვნებისადმი პატივისცემიდან გამომდინარე ბავშვის შენარჩუნებას აირჩევდა, განა ის არ აკურთხებდა მის გადაწყვეტილებას? მშობელს სამართლიანად შეუძლია ილოცოს ღმერთისგან დახმარებაზე და ასეც უნდა მოიქცეს, რომ ბედნიერი ბავშვი აღზარდოს. თავისი სიტყვის ფურცლებზე ღმერთმა უკვე მოგვცა ბავშვის აღსაზრდელად გამოსაყენებელი საუკეთესო რჩევა. ოჯახში ბიბლიური პრინციპების გამოყენება კურთხეულ შედეგებს მოიტანს. ღვთისმოშიში ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული სიხარული და მრავალი ჯილდო ცხოვრებაში ნებისმიერ მსხვერპლს გადაფარავს, რასაც შვილებით მოამაყე ყოველი მშობელი დაამოწმებს.

ხომ არ განსხვავდება იეჰოვას თვალსაზრისი, თუ ბავშვი გაუპატიურების ან სისხლის აღრევის შემთხვევის გამო დაიბადა? თუმცა დედის წინააღმდეგ ჩადენილი საქციელი დანაშაულებრივი იყო, ბავშვი არ არის დამნაშავე. მისი სიცოცხლის განადგურება ერთ ძალმომრეობას მხოლოდ მეორეთი შეცვლიდა. უეჭველია, იეჰოვას ესმის ემოციური ტრავმა, რომელსაც ასეთი მსხვერპლები განიცდიან და შეუძლია დაეხმაროს დედა-შვილს, გაწონასწორებულად გაუმკლავდნენ შედეგებს.

რას ვიტყოდით, თუ ექიმის სიტყვების თანახმად, ბოლომდე ბავშვის ტარება ორსული ქალის სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებდა? ექიმი ალან გუტტმახერი აცხადებდა: „თუ მშობიარე პაციენტს არა აქვს ისეთი სასიკვდილო დაავადებები, როგორიცაა სიმსივნე ან ლეიკოზი, დღეს, თითქმის, ყოველი მშობიარის გადარჩენა შეიძლება, ხოლო საწინააღმდეგო შემთხვევაში საეჭვოა, რომ აბორტმა გააგრძელოს ან, რაც ნაკლებად შესაძლებელია, გადაარჩინოს სიცოცხლე“. ენციკლოპედია „ამერიკანა“ (The Encyclopedia Americana) გვატყობინებს: „რადგან ექიმების დახმარებით ქალების უმრავლესობა სერიოზული სამედიცინო პრობლემების დროსაც კი მშვიდობიანად მშობიარობს, დედის ჯანმრთელობის დასაცავად აბორტის გაკეთება სულ რამდენიმე შემთხვევაშია აუცილებელი. უმრავლეს შემთხვევაში აბორტს ბავშვის მოსაცილებლად იკეთებენ“. ასე რომ, ასეთი მდგომარეობა საკმაოდ იშვიათია. მაგრამ, თუ ასეთი მდგომარეობა მშობიარობის დროს იქმნება, მშობლებმა უნდა აირჩიონ დედისა და ბავშვის სიცოცხლეს შორის. ეს მათი გადაწყვეტილებაა.

განა გასაკვირია, რომ შთამომავლობის წარმოშობის უნართან დაკავშირებით სიცოცხლის შემოქმედმა ნათელი ნორმები ჩამოაყალიბა? მის თვალში, ისეთი სიცოცხლის წარმოშობა, რომელზეც პიროვნებას არ სურს იზრუნოს, სწორედ ისეთივე ცოდვაა, როგორც სიცოცხლის წართმევა.

მართალია, ამ საკითხთან დაკავშირებული კამათი ამ სისტემის ბოლომდე გაგრძელდება. მაგრამ, როგორც სიცოცხლის შემოქმედისთვის, იეჰოვა ღმერთისთვის, ასევე მათთვის, ვინც მის კანონებს სათუთად ეპყრობა, ამ საკითხში არანაირი ეჭვი არ არსებობს. სიცოცხლე ძვირფასია — ის ძღვენია, რომელსაც ადამიანი თავიდანვე უნდა ელოლიავოს და სათუთად უვლიდეს.

[ჩარჩო 17 გვერდზე]

აბორტის შეფასება ღვთის თვალსაზრისის მიხედვით

რას ვიტყოდით ახალგაზრდა დაუქორწინებელ გოგონაზე, რომელიც მიხვდა, რომ ბავშვს ელოდება და სრულიად მოუმზადებელია დედობისთვის? დასაშვებია თუ არა, რომ ბავშვი გააჩინოს? ღვთის გრძნობები ბავშვისადმი არ იცვლება მხოლოდ იმის გამო, რომ დედამისი უგუნურად ან უზნეოდ იქცევა. ბავშვის გაჩენა შეიძლება დაეხმაროს დედას, შეიგნოს თავისი უზნეობის შედეგები და, ამრიგად, დაეხმაროს, დარწმუნდეს ღვთის კანონების სიბრძნეში. აკრძალული სქესობრივი კავშირის შედეგის მოცილებამ შეიძლება მას დანაშაულის გრძნობა დაუტოვოს ან უზნეობის ჩადენის მომდევნო შემთხვევებისთვის აღძრას.

ბავშვის აღზრდა იოლი არ იქნება, თუ ტვირთის ზიდვის გასაზიარებლად ოჯახში მამა არ არის. მაგრამ ბავშვის აღსაზრდელად ჩვენს ზეციერ მამასთან მტკიცე ურთიერთობას შეუძლია უზრუნველყოს დედა მორალური და ემოციური ძალებით, მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით. აგრეთვე მარტოხელა მშობლების ტვირთის შესამსუბუქებლად ღმერთმა მოგვცა ქრისტიანული კრება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება