საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g97 იანვარი გვ. 3-4
  • იან.—მარ. იარაღად ქცეული სიტყვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იან.—მარ. იარაღად ქცეული სიტყვები
  • გამოიღვიძეთ! — 1997
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • სიტყვებით მიყენებული ჭრილობა
  • როგორ მოვერიდოთ შეურაცხმყოფელ საუბარს
    გამოიღვიძეთ! — 2013
  • ლაპარაკი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ენის ალაგმვით სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • იან.—მარ. გულსატკენი სიტყვებიდან მალამოსავით სიტყვებამდე
    გამოიღვიძეთ! — 1997
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1997
g97 იანვარი გვ. 3-4

იარაღად ქცეული სიტყვები

„გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს“ (იგავნი 12:18).

„ქორწილიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო, — ყვება ელაინიa, — არასასიამოვნო შენიშვნები, გამანადგურებელი სიტყვები და ჩემი დამცირების სურვილი. მე არ ვიყავი ჩემი მეუღლის შესაფერისი. სწრაფი აზროვნებითა და მახვილი ენით შეეძლო ყველანაირად შეეცვალა და შეეტრიალებინა ჩემი სიტყვები“.

ქორწინების მანძილზე ელაინი იყო გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი თავდასხმის მსხვერპლი, რომელიც სხეულზე გარეგნულ ჭრილობებს არ ტოვებს და მსხვერპლი თანაგრძნობას არავისგან ელის. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. „უკვე 12 წელზე მეტია რაც დავქორწინდით, — ამბობს ის, — დღე ისე არ გავა, რომ არ გამაკრიტიკოს და სარკაზმით აღსავსე, მწარე და ვულგარული სიტყვებით არ მომმართოს“.

ბიბლია არ აჭარბებს, როდესაც ამბობს, რომ ენა შეიძლება იყოს ‘დაუოკებელი ბოროტება. . . მომაკვდინებელი გესლით აღსავსე’ (იაკობი 3:8; შეადარე ფსალმუნი 139:3). ეს განსაკუთრებით ასეა ქორწინებაში. «გამონათქვამი — „ჯოხსა და ქვას შეუძლია დამასახიჩროს, მაგრამ სიტყვები ვერაფერს დამაკლებენ“ — საშინელი ტყუილია», — ამბობს ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლე, ლიზა (იგავნი 15:4).

მამაკაცებიც შეიძლება, რომ სიტყვიერი აგრესიის სამიზნე იყვნენ. „იცით თუ არა, რას ნიშნავს ცხოვრება იმ ქალთან, რომელიც გიწოდებს მატყუარას, რეგვენს ან კიდევ უფრო უარესს?“ — გვეკითხება მიკი, რომელიც ოთხი წელია დაქორწინდა ტრესიზე და უკვე სადაცაა მათი ოჯახი დაინგრევა. „მე არ შემიძლია ჩემი მეუღლის სიტყვების გამეორება პატივცემულ საზოგადოებაში. არ შემიძლია მასთან საუბარი და ამიტომაც მირჩევნია, გვიანობამდე დავრჩე სამსახურში. იქ უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, ვიდრე სახლში“ (იგავნი 27:15).

საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა პავლეს, როდესაც ქრისტიანებს აფრთხილებდა: „ყოველგვარი. . . ყვირილი და გმობა განგშორდეთ“ (ეფესელთა 4:31). მაგრამ, რას ნიშნავს ‘გმობა’? პავლემ ის განასხვავა ‘ყვირილისგან’ (ბერძნულად კრაუ·გეʹ), რაც, უბრალოდ, ხმის ამაღლებას ნიშნავს. „გმობა“ (ბერძნულად ბლა·სფჰე·მიʹა) უფრო ნათქვამის არსს ეხება. თუ სიტყვები არის ტირანული, ბოროტი, დამამცირებლი ან შეურაცხმყოფელი, სწორედ ეს არის გმობა — მიუხედავად იმისა, ყვირილით იქნება წარმოთქმული, თუ ჩურჩულით.

სიტყვებით მიყენებული ჭრილობა

მწარე სიტყვები ძირს უთხრის ქორწინებას ისევე, როგორც ოკეანის ტალღები ფიტავს ძლიერ კლდეს. „რაც უფრო ძლიერი და ხანგრძლივია, მით უფრო საშიშს წარმოადგენს, — წერს დოქტორი დანიელ გოლმენი, — ჩვეული კრიტიკა, უპატივცემულობა და ზიზღი საშიში ნიშანია, რადგან დაქორწინებულმა ქალმა თუ მამაკაცმა გულში მსჯავრი დასდო პარტნიორს“. როდესაც თანაგრძნობა თითქმის აღარ არსებობს, როგორც ერთ წიგნშია აღნიშნული, წყვილი „კანონით და არა გრძნობებით დაქორწინებული ხდება“. დროთა განმავლობაში ადვილი შესაძლებელია, რომ მათი ოჯახი დაინგრეს.

მწარე სიტყვებით ლანძღვა მხოლოდ ქორწინებაზე არ მოქმედებს. ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „გულის წუხილისას სულიც იტანჯება“ (იგავნი 15:13). მუდმივი მწარე სიტყვების კორიანტელით გამოწვეულმა სტრესმა შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას მძიმე დარტყმა მიაყენოს. მაგალითად, ვაშინგტონის (აშშ) უნივერსიტეტის გამოკვლევამ ცხადყო, რომ ქალი, რომელიც იტანჯება განუწყვეტელი შეურაცხყოფით, უფრო მეტად არის მიდრეკილი გაციებისკენ, შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემებისკენ, კანდიდამიკოზისა და კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოუწესრიგებლობისკენ.

მრავალი ქალი, რომლებმაც გადაიტანეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნავს, რომ სიტყვებმა უფრო მეტი ტკივილი მიაყენა, ვიდრე — მუშტმა. „მისი დარტყმით მოყენებული სისხლის ჩაქცევები გამივლის, — ამბობს ბევერლი, მაგრამ მე ვერასოდეს, ვერასოდეს დავივიწყებ იმ საშინელებას, რაც მან ჩემს გარეგნობაზე თქვა, დასცინა ჩემს მიერ მომზადებულ კერძებს და იმას, თუ როგორ ვზრდი ბავშვებს“. ზუსტად ასევე ფიქრობს ჯულია. „ვიცი, სისულელედ ჟღერს, — ამბობს ის, — მაგრამ მირჩევნია მცემოს და ყველაფერი დამთავრდეს, ვიდრე საშინელი სიტყვების იერიში საათობით გრძელდებოდეს“.

მაგრამ, რატომ შეურაცხყოფს და ეჩხუბება ზოგი მას, რომელსაც აშკარად განუცხადა სიყვარული? შემდეგი სტატია სწორედ ამ საკითხს ეხება.

[სქოლიოები]

a ზოგი სახელი სტატიების ამ სერიაში შეცვლილია.

[ჩანართი 4 გვერდზე]

„მირჩევნია მცემოს და ყველაფერი დამთავრდეს, ვიდრე საშინელი სიტყვების იერიში საათობით გრძელდებოდეს“.

[ჩანართი 4 გვერდზე]

„იცით თუ არა, რას ნიშნავს ცხოვრება იმ ქალთან, რომელიც გიწოდებს მატყუარას, რეგვენს ან კიდევ უფრო უარესს?“

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება