საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g97 ივლისი გვ. 10-12
  • ივლ.—სექ. უნდა ვაღიარო თუ არა ჩადენილი ცოდვა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ივლ.—სექ. უნდა ვაღიარო თუ არა ჩადენილი ცოდვა?
  • გამოიღვიძეთ! — 1997
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • „არ არსებობს დაფარული“
  • დუმილის დარღვევა
  • უთხარი მშობლებს
  • უხუცესების მოხმობა
  • „მეშინია, რომ გავირიცხები“
  • ყოველთვის გაითვალისწინეთ იეჰოვას დარიგებები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • ითხოვს ღმერთი ჩვენგან ცოდვების აღიარებას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სერიოზულ ცოდვას ჩაიდენთ?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • დანაშაულის გრძნობა — „განმწმინდე ჩემი ცოდვისგან“
    დაუბრუნდი იეჰოვას
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1997
g97 ივლისი გვ. 10-12

ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას

უნდა ვაღიარო თუ არა ჩადენილი ცოდვა?

„ძალიან მრცხვენია, არ ვიცი როგორ მოვიქცე. მინდა მივმართო მშობლებს, მაგრამ ძალიან მრცხვენია“ — ლიზაa.

ასეთი სიტყვები მოგვწერა უბედურებისგან გაოგნებულმა გოგონამ. ის რამდენიმე წლის მანძილზე რომანტიკულად ფიქრობდა ერთ ურწმუნო ახალგაზრდაზე, მაგრამ ერთ დღეს, ალკოჰოლის გავლენით მას სქესობრივი კავშირი ჰქონდა იმ ახალგაზრდასთან.

სამწუხაროა, მაგრამ ასეთი რამ ზოგჯერ ქრისტიან ახალგაზრდებს შორისაც ხდება. რაც უფრო ახალგაზრდა და გამოუცდელი ვართ, სავარაუდოა, რომ მით უფრო მეტ შეცდომას დავუშვებთ. მაგრამ ერთია, როდესაც უმნიშვნელო შეცდომას უშვებ და მეორე, როდესაც სჩადიხარ სერიოზულ შეცდომას, სქესობრივ უზნეობას (1 კორინთელთა 6:9, 10). როდესაც ასეთი რამ ხდება, ახალგაზრდას დახმარება ესაჭიროება. პრობლემა ისაა, რომ შეცდომების აღიარება არცთუ ისე ადვილია.

ერთ ქრისტიან გოგონას ქორწინებამდე ჰქონდა სქესობრივი კავშირი. მან გადაწყვიტა ყველაფერი კრების უხუცესებთან ეღიარებინა, დაეთქვა დრო, თუ როდის ეტყოდა ყველაფერს მათ. მაგრამ მან ეს სხვა დღეს გადადო. შემდეგ კიდევ. მალე მთელმა წელმაც ჩაიარა!

„არ არსებობს დაფარული“

თუ სერიოზული ცოდვა ჩაიდინე, ჯობია კარგად გააანალიზო, რომ გაჩუმება ბრძნული არაა. სიმართლე მაინც გამჟღავნდება. პატარაობისას მარკმა გატეხა კედლის კერამიკული დეკორაცია. „ვცდილობდი, წებოთი შეუმჩნევლად დამეწებებინა — იხსენებს ის, — მაგრამ მშობლებმა მალევე შეამჩნიეს ბზარები“. ცხადია, შენ ბავშვი აღარა ხარ. მაგრამ ბევრი მშობელი, ჩვეულებრივ, ხვდება ხოლმე, როდესაც შვილს რაღაც აწუხებს.

„ვცდილობდი, ტყუილებით დამეფარა პრობლემები, — ამბობს 15 წლის ანა, — მაგრამ უარესი დამემართა“. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. და როდესაც მშობლები ხვდებიან, რომ მოატყუე, ფაქტია, გულნატკენები რჩებიან — გულისტკივილი კი უფრო ნაკლები იქნებოდა, ყველაფერი თავიდანვე რომ გეღიარებინა მათთან.

უფრო მნიშვნელოვანია ბიბლიის სიტყვები: „ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს“ (ლუკა 8:17). იეჰოვამ იცის, რაც ჩავიდინეთ და დღეს როგორ ვმოქმედებთ. შენ ვერაფერს დაუმალავ მას, ისევე როგორც, ადამმა ვერ შეძლო (დაბადება 3:8–11). თავის დროზე შენს ცოდვებს სხვებიც დაინახავენ (1 ტიმოთე 5:24).

დუმილმა შეიძლება სხვა მხრივაც გავნოს. ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „როდესაც ვდუმდი, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა. რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე“ (ფსალმუნი 31:3, 4). დიახ, საიდუმლოს შენახვა შეიძლება მძიმე ემოციური განადგურების ფასადაც დაჯდეს. წუხილმა და დანაშაულის გრძნობამ, აგრეთვე მხილების შიშმა შესაძლოა უზომოდ დაგამწუხროს. შეიძლება დაიწყო მეგობრებისა და ოჯახისგან გარიყვა. შეიძლება ისიც იფიქრო, ღმერთს სულ ჩამოშორდი! „ვებრძოდი დანაშაულის გრძნობას იმის გამო, რომ იეჰოვა დავამწუხრე — წერდა ახალგაზრდა, სახელად ენდრუ, — ეს საშინლად მანადგურებდა“.

დუმილის დარღვევა

არსებობს თუ არა ამ ემოციური მშფოთვარებისგან თავის დასაღწევი საშუალება? დიახ, არსებობს! ფსალმუნმომღერალი ამბობდა: „ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. . . და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა“ (ფსალმუნი 31:5; შეადარე 1 იოანე 1:9). ენდრუმ მსგავსი შვება იგრძნო, როდესაც აღიარა ცოდვა. ის იხსენებს: „მივმართე იეჰოვას და გულწრფელად ვილოცე, რომ მოეტევებინა“.

შენც ასევე შეგიძლია მოიქცე. ლოცვით მიმართე იეჰოვას. მან იცის, რაც ჩაიდინე, მაგრამ ლოცვის დროს თავმდაბლობით მაინც უამბე ყველაფერი. სთხოვე, მოგიტევოს და თუ ფიქრობ, იმდენად ბოროტი ხარ, რომ არ დაგეხმარება, მაინც ნუ დაიხევ უკან. იესო იმიტომ მოკვდა, რომ ჩვენ, არასრულყოფილების მიუხედავად, ღვთის თვალში კარგი ვყოფილიყავით (1 იოანე 2:1, 2). აგრეთვე შეგიძლია სთხოვო მას, ცვლილებების მოსახდენად მოგცეს ძალა. შესაძლოა იეჰოვასთან მიახლოებაში დაგეხმაროს 50-ე ფსალმუნის კითხვა.

უთხარი მშობლებს

მაგრამ მხოლოდ იეჰოვასთან არ კმარა ცოდვების აღიარება. შენ ასევე ვალდებული ხარ მშობლების წინაშეც. ღმერთმა მათ უბრძანა შენი აღზრდა „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). მათ ამ სიტყვების შესრულება შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ეცოდინებათ შენი პრობლემები. ფაქტია, მშობლებთან ყოველივეს თქმა არ არის ადვილი და სასიამოვნო. მაგრამ პირველი რეაქციის შემდეგ კონტროლს გაუწევენ საკუთარ ემოციებს. ისინი ნასიამოვნებიც კი დარჩებიან, რომ ენდობი მათ და უზიარებ პრობლემებს. იესოს იგავში, უძღებ შვილზე, ლაპარაკია ახალგაზრდაზე, რომელმაც მორალური უზნეობა ჩაიდინა. მაგრამ, როდესაც ბოლოს ყველაფერი აღიარა, მამა სიხარულით შეეგება მას და გულში ჩაიკრა! (ლუკა 15:11–24). უეჭველია, შენი მშობლებიც ასევე მოიქცევიან შენს დასახმარებლად. სხვა თუ არაფერი, მათ ისევ ძალიან უყვარხარ.

ცხადია, გეშინია, არ აწყენინო მშობლებს. მაგრამ ცოდვის აღიარება კი არ ატკენს მშობლებს გულს; მათ გულს უკლავს ცოდვის ჩადენა! ყველაფრის აღიარება პირველი ნაბიჯია მათი გულის დასამშვიდებლად. ანამ, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, უთხრა მშობლებს ყველაფერი და შემდეგ უდიდესი შვება იგრძნოb.

მაგრამ, აღიარებისთვის, კიდევ ერთი დაბრკოლება არის სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობა. ერთგულ მწიგნობარ ეზრას თვითონ არავითარი ცოდვა არ ჩაუდენია, მაგრამ, როდესაც ამხელდა თანამემამულეების ცოდვებს, თქვა: „მრცხვენია და ვერ ვბედავ სახის აღმართვას, ღმერთო, შენს მიმართ“ (პირველი ეზრა 9:6). ცხადია, საკმაოდ ნორმალურია, გრცხვენოდეს, როდესაც რაღაც ცუდი ჩაიდინე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სინდისი ჯერ არ დაგიკარგავს. დროთა განმავლობაში სირცხვილის გრძნობა თანდათან გადაივლის. ენდრუმ ეს აზრი შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „საშინლად ძნელი და უხერხულია აღიარება. მაგრამ, როდესაც იცი, რომ იეჰოვა მრავალგზის მოგიტევებს, უდიდეს შვებას გრძნობ“.

უხუცესების მოხმობა

თუ ქრისტიანი ხარ, ყველაფერი მხოლოდ მშობლებთან აღიარებით არ მთავრდება. ენდრუ ამბობს: „ვიცოდი, რომ ჩემი პრობლემა კრების უხუცესებისთვის უნდა მეთქვა. რა დიდი შვება იყო იმის ცოდნა, რომ ისინი მზად იყვნენ ჩემს დასახმარებლად!“ დიახ, იეჰოვას მოწმეთა შორის ახალგაზრდებს შეუძლიათ მიმართონ კრების უხუცესებს, და უნდა მიმართონ კიდეც, დახმარებისა და გამხნევებისთვის. ნუთუ საკმარისია მხოლოდ იეჰოვას მიმართო ლოცვით და მეტი აღარაფერი მოიმოქმედო? იეჰოვამ ნდობა გამოუცხადა უხუცესებს და დააკისრა ‘თქვენს სულებზე სიფხიზლის’ პასუხისმგებლობა (ებრაელთა 13:17). მათ შეუძლიათ დაგეხმარონ, რომ აღარ ჩაიდინო ცოდვა (შეადარე იაკობი 5:14–16).

თავს ნუ მოიტყუებ იმაზე ფიქრით, რომ შეძლებ თვითონ დაეხმარო საკუთარ თავს. შენ რომ სინამდვილეში იმდენად ძლიერი ყოფილიყავი, რომ შეგძლებოდა საკუთარი თავის დახმარება, ნუთუ ჩაიდენდი ცოდვას? ნათელია, რომ სხვისი დახმარება გესაჭიროება. ენდრუს ეყო სიმტკიცე და ასე მოიქცა. და რას გვირჩევს ის? „მოვუწოდებ ყველას, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა ან რამე კავშირი ჰქონდა მასთან, გული გადაუხსნან იეჰოვას და მის მწყემსებს“.

მაგრამ როგორ შეგიძლია მიხვიდე უხუცესთან? ამოირჩიე ის, ვისთანაც თავს ძალიან უხერხულად არ გრძნობ. შეგიძლია ასეთი სიტყვები უთხრა: „რაღაც მაქვს შენთან სათქმელი“ ან „რაღაც პრობლემა მაქვს და შენი დახმარება მჭირდება“. შენი გულწრფელობა და გულახდილობა ნამდვილად აჩვენებს, რომ ნანობ ჩადენილს და გსურს, შეიცვალო.

„მეშინია, რომ გავირიცხები“

რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით? ნათელია, რომ სერიოზული ცოდვის ჩამდენი ირიცხება, მაგრამ არა ავტომატურად. გარიცხვა ხდება მათი, რომლებსაც არ სურთ მოინანიონ — რომლებიც ჯიუტად ამბობენ უარს შეცვლაზე. იგავნის 28:13-ში ნათქვამია: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“. ცხადია, როდესაც უხუცესს დახმარებას სთხოვ, ცხადყოფს, რომ გაქვს სურვილი, შეიცვალო. უხუცესები, უმთავრესად, მკურნალები არიან და არა — ჯალათები. მათი ვალდებულებაა, ღვთის ხალხს სიკეთითა და ღირსებით მოეპყრონ. მათ სურთ, დაგეხმარონ ‘ფერხთათვის გზების მოსწორებაში’ (ებრაელთა 12:13).

აღსანიშნავია, რომ, როდესაც საქმე ეხება გაიძვერობას ან ძვალსა და რბილში გამჯდარ სერიოზულ არასწორ ჩვევას, ცხადია, რომ არ არის საკმარისი დამადასტურებელი ‘მონანიების ღირსი საქმეები’ (საქმეები 26:20). ზოგჯერ გარიცხვა გარდაუვალია. შეცდომის ჩამდენმა კიდეც რომ მოინანიოს, უხუცესები ვალდებული არიან, მის დასასჯელად გარკვეული ზომები მიიღონ. ნუთუ გაბრაზდები ან ნაწყენი დარჩები მათ გადაწყვეტილებაზე? ებრაელთა 12:5, 6-ში პავლე მოგვიწოდებს: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ. რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს“. როგორიც არ უნდა იყოს შენი სასჯელი, მიიღე ის ღვთის სიყვარულის მტკიცებად. გახსოვდეს, გულწრფელი მონანიება აღადგენს სათანადო ურთიერთობას ჩვენს მოწყალე მამასთან, იეჰოვა ღმერთთან.

გაბედულებაა საჭირო საკუთარი შეცდომების აღიარებისთვის. მაგრამ ამისთვის შეცდომა უნდა გამოასწორო არა მხოლოდ მშობლებთან, არამედ თვით იეჰოვა ღმერთთან. ნუ დაუშვებ, რომ შიშმა, სიამაყემ ან უხერხულობის გრძნობამ დახმარების მისაღებად ნაბიჯი არ გადაგადგმევინოს. გახსოვდეს, იეჰოვა ‘მრავალგზის მიმტევებელია’ (ესაია 55:7).

[სქოლიოები]

a ზოგი სახელი შეცვლილია.

b ინფორმაცია, თუ როგორ მიუდგე მშობლებს, იხილე წიგნში: „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს — პრაქტიკული პასუხები“ თავი მე-2 (ინგლ.), გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ (ინგლ.).

[ჩანართი 12 გვერდზე]

‘მოვუწოდებ ყველა ცოდვის ჩამდენს, გული გადაუშალოს იეჰოვას’ — ენდრუ,

[სურათი 11 გვერდზე]

მშობლებთან ყველაფრის აღიარება სულიერი გამოჯანსაღების საწინდარია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება