საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 10/8 გვ. 26-27
  • უბედურების ორი მხარე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უბედურების ორი მხარე
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოვას ხალხი გამოეხმაურა
  • ზოგიერთი დადებითი შედეგი
  • გაფრთხილების გათვალისწინება ნამდვილად ღირდა!
    გამოიღვიძეთ! — 2006
  • თქვენ შეგიძლიათ იხსნათ მსმენელი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • უღიმღამო და შავბნელი ცხოვრება იეჰოვამ საოცრად გამილამაზა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2014
  • ის, რასაც ვერაფერს აკლებს სტიქია
    გამოიღვიძეთ! — 2003
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 10/8 გვ. 26-27

უბედურების ორი მხარე

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან მექსიკაში

იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარი, გოდოფრედო და გიზელა, შვილებთან ერთად სახლში იყვნენ, რომელიც ბიტუმიზირებული დაპრესილი მუყაოთი იყო გაკეთებული, როდესაც ოახაკაში (მექსიკა) გრიგალი პაულინი ამოვარდა. დაპრესილი მუყაოს ფურცლები დაიგლიჯა. ბოლოს სახლის კარკასის ნაწილიღა დარჩა და ოჯახმა თავშესაფარი დაკარგა.

გოდოფრედო და გიზელა, რომელსაც ხელში რვა თვის ბავშვი ჰყავდა, თავიანთ სხვა სამ შვილთან ერთად ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უმკლავდებოდნენ ძლიერ ქარს. გრიგალი იმდენად ძლიერი იყო, რომ დროდადრო მათ აქცევდა და მიწაზე აგორებდა. საბოლოოდ, ყველა გადარჩა.

აკაპულკოში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმემ, სახელად ნელიმ, როდესაც დაინახა, რომ სახლი წყლით ივსებოდა, ოჯახის წევრები გამოაღვიძა. წყლის დონე ძალიან სწრაფად მატულობდა; ძლიერმა ნაკადმა ნელი ჩაითრია, მაგრამ მისმა ქალიშვილმა ამოიყვანა. ისინი ფანჯრის გისოსებს ჩაეჭიდნენ და უმწეოები იყურებოდნენ, სანამ წყალი კისრამდე არ მისწვდათ. ამ დროს მეზობელი მამაკაცის ხმა მოესმათ, რომელიც მათ ეძახდა. ის დაეხმარა ნელისა და მის ქალიშვილს გამოსვლაში და თავის სახლში შეიყვანა. იქიდან ისინი შეძრწუნებულები უყურებდნენ, თუ როგორ შეამსხვრია ავტომანქანამ სახლი, რომელშიც სულ რაღაც წუთების წინ იყვნენ.

ოთხშაბათს, ნაშუადღევს, 1997 წლის 8 ოქტომბერს, ოახაკას სანაპიროებზე ამოვარდა გრიგალი პაულინი, რომლის სიჩქარეც საათში 200 კილომეტრს აღემატებოდა. ხუთშაბათს კი, 9 ოქტომბერს, დილის საათებში, გრიგალმა ააოხრა გერერო, განსაკუთრებით კი აკაპულკო, რადგან ათ მეტრზე ააზვირთა ტალღები და გამოიწვია წყალდიდობა, რომელმაც სახლები, ავტომანქანები, ცხოველები და ადამიანები წალეკა. გრიგალმა რომ გადაიარა, ქუჩების ადგილზე 10-ზე მეტ მეტრიანი ნაღვარევები დარჩა. როგორც გაზეთი „ნიუსი“ იტყობინებოდა, მექსიკის წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობის თანახმად, ამ ორ შტატში სულ მცირე 400 კაცი დაიღუპა და 20—25 ათასი უსახლკაროდ დარჩა. მაგრამ ამ უბედურებისას უდიდესი ქრისტიანული სიყვარული გამოვლინდა.

იეჰოვას ხალხი გამოეხმაურა

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მექსიკაში გრიგალმა გადაიარა, ამ ქვეყანაში არსებული იეჰოვას მოწმეების ფილიალში მთელი ქვეყნიდან დაიწყეს ტელეფონზე რეკვა, რომ გაეგოთ, რით შეეძლოთ დახმარების გაწევა. დახმარება შესთავაზეს საზღვარგარეთიდანაც. უცებ შეიქმნა დახმარების კომიტეტი და ტონობით საკვები, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი იქნა განაწილებული.

აგრეთვე ნაყიდი იქნა სამშენებლო მასალა და აღდგენითი სამუშაოები დაიწყო 360 სახლსა და რამდენიმე სამეფო დარბაზში, რომლებიც დაზიანდა ან დაინგრა. ათასობით ქრისტიანმა ძმამ და დამ გაიღო დახმარება; ისინი ეხმარებოდნენ დახარისხებაში, შეფუთვაში, ტრანსპორტირებაში, დახმარების დარიგებასა და დაზიანებულის შეკეთებაში.

მაღაზიის ზოგ მესაკუთრეზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მოწმეების საქმიანობამ, რომ ისინი სიამოვნებით ჩუქნიდნენ საკვებს, სამშენებლო მასალასა და სხვადასხვა ნივთს. სხვები კი იაფ ფასებში აძლევდნენ მათ რაღაცეებს. დაზარალებული მოწმეების გულს დიდად შეეხო მათ მიმართ გამოვლენილი სიყვარული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დახმარებასთან ერთად მიღებულ გამამხნევებელ წერილებს კითხულობდნენ.

სამწუხაროდ, გრიგალმა იმსხვერპლა იეჰოვას 18 წლის მოწმე ხოსე ფაუსტინო და სამი სხვა პიროვნება, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები ბიბლიას ასწავლიდნენ. მათი ნათესავები, განსაკუთრებით ხოსეს მშობლები, მადლიერები იყვნენ მათ შესახებ წარმოთქმული ლოცვებისა და კრების წევრებისგან მიღებული გამხნევებისთვის.

ზოგიერთი დადებითი შედეგი

გრიგალ პაულინის შემდეგ ბევრმა, მათ შორის მოწმეების ურწმუნო ნათესავებმა, ისურვა ბიბლიის შესწავლა და ბევრი მეზობელი მეტად განეწყო იმედის მომცემი ცნობის მოსასმენად, რომელსაც მოწმეები ქადაგებენ. მოწმეებმა საერთო დახმარებაში მოსული საკვების განაწილებაშიც მიიღეს მონაწილეობა. ერთხელ, როდესაც იეჰოვას მოწმემ ჰკითხა ერთ კაცს, თუ რატომ აირჩია მოწმეები მისი კომპანიის მიერ შეწირული საკვების გასანაწილებლად, მან უპასუხა: „რადგან ვიცი, რომ თქვენ ორგანიზებული და პატიოსანი ხალხი ხართ. გარდა ამისა, იცნობთ თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს და იცით, ვის უფრო მეტად სჭირდება ეს დახმარება“.

რაც ამ სისტემის აღსასრული ახლოვდება და მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი უბედურება ხდება, ყოველთვის გამამხნევებელია დაინახო ბიბლიური პრინციპების შესრულება გაჭირვების დროსაც კი.

[სურათი 26 გვერდზე]

მოზარდები ეხმარებიან აღდგენით სამუშაოებში.

[სურათი 27 გვერდზე]

გრიგალ პაულინის შემდეგ მოწმეები აშენებენ ახალ სამეფო დარბაზს ოახაკაში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება