ვინ იყო იესო ქრისტე?
ამ დროს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შობას ზეიმობენ. ასობით მილიონ ადამიანს სწამს, რომ იესო ქრისტე 25 დეკემბერს დაიბადა, დაახლოებით 2 000 წლის წინ. იესოს სხვადასხვანაირად გამოსახავდნენ ფერწერასა და ქანდაკებაში როგორც ბაგაში მწოლიარე ბავშვს, თუმცა ის სრულწლოვანიც გახდა და დედამიწაზე 33 წელიწად-ნახევარი ცხოვრობდა.
დაინტერესებულხართ ოდესმე ზრდასრული იესოს გარეგნობით? რა ფერის კანი ჰქონდა მას? ძლიერი და ლამაზი იყო თუ სუსტი და ფერმიხდილი, როგორც მას საუკუნეების მანძილზე მხატვრების უმრავლესობა აღწერდა? წვეროსანი იყო? გრძელი თმა ჰქონდა?
გარდა ამისა, ჰქონდა იესოს სიწმინდის ბრწყინვალება, მაგალითად შარავანდედი, როგორც ზოგ მხატვარს ჰყავს დახატული? თუ, სინამდვილეში, არ განსხვავდებოდა სხვებისგან და არ გამოირჩეოდა ხალხისგან?
იესოს გარეგნობასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები საუკუნეების განმავლობაში საერო ისტორიკოსებისა და მხატვრებისგან მომდინარეობს. იესოს შესახებ დამატებით სანდო ინფორმაციას ვღებულობთ ცნობებიდან, რომლებიც პირველ საუკუნეში მცხოვრებმა და მასთან ერთად მყოფმა ბიბლიის მწერლებმა ჩაწერეს.
მაგრამ მის გარეგნობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შემდეგი კითხვები: ვინ იყო იესო ქრისტე? რა როლს ასრულებს ის ღვთის განზრახვებში? შეასრულა მან თავისი როლი? ვინ არის ის დღეს და სად არის? უკავია მას იმდენად მნიშვნელოვანი მდგომარეობა, რომ გავლენას მოახდენს მთელ კაცობრიობაზე და ბევრ მიცვალებულზეც კი?
პირველ რიგში, გადავხედოთ ცნობებს იესოს გარეგნობის შესახებ. როგორ გამოიყურებოდა ის?