საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 1/8 გვ. 30
  • რა ხდება მსოფლიოში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ქორწინება ჯანმრთელობაა
  • მოძალადე გმირები
  • ელექტრონული მოწყობილობა მეგობრის მოსაძებნად
  • „ახალგაზრდა ქალების №1 მკვლელი“
  • ავტომობილი, რომელიც გარემოს არ აბინძურებს
  • რა ხდება მსოფლიოში
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • ივლ.—სექ. სიგარეტი — უარს ამბობ თუ არა მასზე?
    გამოიღვიძეთ! — 1997
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 1/8 გვ. 30

რა ხდება მსოფლიოში

ქორწინება ჯანმრთელობაა

ქორწინება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს „სიცოცხლეს უხანგრძლივებს, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ზრდის ოჯახის შემოსავალს“, — ამბობს ერთი მკვლევარი „ნიუ-იორკ ტაიმზში“. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორ ლინდა ჯ. უეიტის გამოკვლევა ეწინააღმდეგება 1972 წელს გამოქვეყნებულ მოხსენებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გათხოვილი ქალები უფრო მეტად ცვივდებიან ფსიქიკურ სტრესში. დოქტორმა უეიტმა აღმოაჩინა, რომ „ქორწინება ადამიანს ცვლის და ის უკეთეს მდგომარეობაშია“; მაგალითად, დაქორწინებულები ნაკლებად ეტანებიან ალკოჰოლს. როგორც ჩანს, ისინი დეპრესიაშიც უფრო იშვიათად ცვივდებიან. ფაქტობრივად, „გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დეპრესიაში მყოფი დაუქორწინებელი მამაკაცების მდგომარეობა უფრო მძაფრდებოდა, თუ არ ქორწინდებოდნენ“. მაგრამ მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტის დოქტორი უილიამ ჯ. დოერტი ამბობს, რომ მონაცემები ზოგადია და არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც დაქორწინებულია უკეთეს მდგომარეობაშია, ან რომ ის, ვინც შეცდა მეუღლის არჩევაში, ბედნიერი და ჯანმრთელი იქნება.

მოძალადე გმირები

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ შეისწავლა ბავშვებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადაცემული ძალადობის სცენების შედეგები და აღმოაჩინა, რომ ბავშვებს ყველაზე პოპულარულ მისაბაძ მაგალითად მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გმირები მიაჩნიათ. 23 ქვეყანაში 12 წლის ასაკის 5 000 ბავშვისგან აიღეს ინტერვიუ და 26-მა პროცენტმა მისაბაძ მაგალითად ასეთი ჟანრის კინოფილმების გმირები „ამჯობინა პოპ-ვარსკვლავებსა და მუსიკოსებს (18,5 პროცენტი), რელიგიურ წინამძღოლებს (8 პროცენტი), პოლიტიკოსებს (3 პროცენტი)“, — იუწყება ერთი ჟურნალი (Brazil’s Jornal da Tarde). გამოკვლევის ხელმძღვანელი პროფესორი ჯო გრებელი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ბავშვები უმთავრესად იმის გამო არიან მოძალადე გმირებისადმი პატივისცემით გამსჭვალულები, რომ მიბაძონ მათ რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევაში. გრებელი იძლევა გაფრთხილებას, რომ, რაც მეტად ეჩვევიან ბავშვები ძალადობას, მით უფრო ადვილად მიმართავენ მას. ის ამატებს: „საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება აზრი, რომ ძალადობა ნორმალური და მომგებიანია“. გრებელი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძირითადად მშობლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაეხმარონ შვილებს ტყუილის სინამდვილისგან გარჩევაში.

ელექტრონული მოწყობილობა მეგობრის მოსაძებნად

იაპონიაში ერთმანეთთან შეხვედრის უახლესი საშუალება „სამიჯნურო პეიჯერია“, — იუწყება ერთი გაზეთი (Mainichi Daily News). პეიჯერის საშუალებით შეიძლება პარტნიორის მოძებნა კარაოკესთვის (მღერა ფონოგრამის თანხლებით), მეგობრობისა და ბაასისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სურს ახალგაზრდა ქალთან საუბარი. ის თავის ხელისგულისოდენა ელექტრონულ მოწყობილობას „საბაასოდ“ მომართავს. თუ რამდენიმე მეტრით მიუახლოვდება ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ჩართული აქვს ასეთივე სამიჯნურო პეიჯერი, ის იძლევა სიგნალს და ინთება მწვანე შუქი. ასეთი პეიჯერი უკვე 400 000-მა შეიძინა. მათ, რომლებისთვისაც სულერთი არ არის, თუ როგორი ადამიანი შეხვდებათ, შეუძლიათ გამორთონ სიგნალი და მხოლოდ შუქის ანთებას დაელოდონ. „თუ ეს საშუალო ასაკის ადამიანი თქვენი გემოვნების არ არის ან არ გსურთ მასთან საუბარი, შეგიძლიათ, უბრალოდ, გზა განაგრძოთ“, — ამბობს წარმოების დაპროექტების განყოფილების უფროსი ტაკეია ტაკაფუჯი.

„ახალგაზრდა ქალების №1 მკვლელი“

განვითარებულ ქვეყნებში ტუბერკულოზით უფრო ხშირად 65 წელს გადაცილებული მამაკაცები ავადდებიან, — იუწყება ერთი გაზეთი (Nando Times). მაგრამ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (მჯო) თანახმად, ტუბერკულოზი გლობალური მასშტაბით „ახალგაზრდა ქალების №1 მკვლელი“ გახდა, — ნათქვამია მოხსენებაში. „ცოლები, დიასახლისები და მომუშავეები სიცოცხლის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში იხოცებიან“, — თქვა პოლ დოლინმა, მჯო-ს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო პროგრამის დოქტორმა. გეტებორგში (შვედეთი) ახლახან გამართულ სამედიცინო სემინარზე შეკრებილმა მედიცინის მუშაკებმა თქვეს, რომ მთელ მსოფლიოში 900 მილიონზე მეტი ქალია ტუბერკულოზით ინფიცირებული. ყოველ წელს მათგან დაახლოებით 1 მილიონი იხოცება. უმრავლესობა 15-დან 44 წლამდე ასაკში. ბრაზილიის გაზეთის თანახმად, სიკვდილიანობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ბევრი დაავადების განკურნებამდე წყვეტს მკურნალობას (O Estado de S. Paulo).

ავტომობილი, რომელიც გარემოს არ აბინძურებს

მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში გარემოს ძირითადად ავტომობილების გამონაბოლქვი აბინძურებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად ფრანგმა ინჟინერმა გამოიგონა საქალაქო ავტომობილი, რომელიც უხმაუროდ და ყოველგვარი სუნის გარეშე „ჰაერის ხარჯზე მუშაობს“, — იუწყება ერთი გაზეთი (The Guardian Weekly of London). ავტომობილის კონსტრუქტორმა გი ნეგრიმ შექმნა შეკუმშულ ჰაერზე მომუშავე ძრავა. შეკუმშული ჰაერით ავზის ავსებას ორ ამერიკულ დოლარზე ნაკლები ელექტროენერგია სჭირდება. ავტომობილს შეუძლია განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 100 კილომეტრი საათში და ქალაქის პირობებში საწვავის ამ რაოდენობით დაფაროს 10 საათის სავალი მანძილი. დამუხრუჭებისას ავტომობილი ჰაერს იწოვს. აირფილტრის სისტემის საშუალებით ხდება ნახშირბადის გამოყოფა და გამონაბოლქვი შიგნით შეწოვილ ჰაერზე უფრო სუფთაა. სხვა ავტომობილების მრავალმხრივი ექსპერიმენტის შემდეგ, რომლებიც გარემოს არ აბინძურებს, მექსიკის სახელმწიფო მოხელეებმა გადაწყვიტეს, რომ მეხიკოში 87 000 ტაქსი ასეთი ძრავის მქონე ავტომობილებით შეცვალონ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება