საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 6/8 გვ. 28
  • რა ხდება მსოფლიოში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მსოფლიოში უცოდინარობა მატულობს
  • აურზაური ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინში
  • მცენარეებსაც წამლობს ასპირინი?
  • „ჯადოქრები“ სიკვდილის შემდეგ შეიწყალეს
  • იანძის მოთვინიერებას უპირებენ
  • ალქაჯებზე ნადირობა ევროპაში
    გამოიღვიძეთ! — 2014
  • მივიღო თუ არა ასპირინი ყოველდღიურად?
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • რა დგას ჯადოქრობის უკან?
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • მუდამ გამოსავლის ძიებაში
    გამოიღვიძეთ! — 2000
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 6/8 გვ. 28

რა ხდება მსოფლიოში

მსოფლიოში უცოდინარობა მატულობს

„მსოფლიოს 5,9 მილიარდი მოსახლიდან თითქმის ერთმა მეექვსედმა წერა-კითხვა არ იცის“, — ვკითხულობთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“. გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდი (იუნისეფი) ვარაუდობს, რომ გაუნათლებელი ადამიანების რიცხვი კვლავაც მოიმატებს. მაინც რატომ? უღარიბეს ქვეყნებში ოთხიდან სამი ბავშვი საერთოდ არ სწავლობს სკოლაში. მსოფლიო ეკონომიკური სიძნელეების გამოწვევის გარდა, ეთნიკური კონფლიქტები მილიონობით ბავშვს განათლების მიღების საშუალებასაც უსპობს. ომები მარტო სკოლის შენობებს კი არ ანადგურებს, არამედ მრავალ მოზარდს აიძულებს, სწავლას თავი დაანებოს და ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვას. უსწავლელობა, ცხადია, თავის მხრივ სოციალურ პრობლემებსაც იწვევს. იუნისეფის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ გაუნათლებლობა პირდაპირ კავშირშია შობადობის კოეფიციენტის მაჩვენებელთან (The state of the World’s Children 1999). მაგალითად, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, „უსწავლელ ქალებს საშუალოდ 6,5 ბავშვი ჰყავთ, ხოლო დედებს საშუალო სკოლის განათლებით — დაახლოებით 2,5 ბავშვი“, — ნათქვამია „ტაიმზში“.

აურზაური ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინში

„[ისრაელის] მთავრობამ 12 მილიონი დოლარი გამოყო იერუსალიმის ტაძრის მთაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, რათა „ქრისტეს მეორედ მოსვლასთან“ დაკავშირებით მოსალოდნელ ძალადობის აქტებს მზადყოფნით შეხვდეს, — გვამცნობს ადგილობრივი გაზეთი (Nando Times). პოლიცია შეშფოთებით მოელის, რომ იუდაური ტაძრის აღდგენის მიზნით, იუდეველი და „ქრისტიანი“ ფანატიკოსები ტაძრის მთაზე მეჩეთების დანგრევას შეეცდებიან. როგორც ზოგიერთი „ქრისტიანული“ დაჯგუფება ვარაუდობს, ეს წუთისოფლის აღსასრულსა და ქრისტეს მეორედ მოსვლას დააჩქარებს. ერთი წყაროს თანახმად, ტაძრის მთა, რომელიც მუსლიმანებისთვის ალ-ჰარამ ალ-შარიფად არის ცნობილი, „შუა აღმოსავლეთის საკონფლიქტო ზონაში ყველაზე ცხელ წერტილად არის მიჩნეული“. ეს ადგილი მდებარეობს „იერუსალიმის ისტორიულ, გალავანშემოვლებულ ნაწილში, რომელიც იორდანიას გამოსტაცა ისრაელმა 1967 წელს შუა აღმოსავლეთის ომში“. ამბობენ, რომ ქრისტეს დაბრუნების მოლოდინში ზოგმა „ქრისტიანმა“ უკვე მოასწრო ზეთისხილის მთაზე ადგილის დაქირავება.

მცენარეებსაც წამლობს ასპირინი?

ბუნებრივია, მცენარეები ადამიანების მსგავსად ვერ შეიგრძნობენ ტკივილს. მაგრამ თუ დავაზიანებთ, ისინი სპეციფიკური მჟავის (C11H16O) გამომუშავებით მოახდენენ რეაგირებას. ზოგი მათგანი ჟასმინისებრ სურნელსაც გამოყოფს, რასაც სხვა მცენარეებშიც საპასუხო რეაქციის გამოწვევა შეუძლია. „უკვე წლებია, რაც მკვლევარებისთვის ცნობილია, რომ ასპირინს როგორღაც შესწევს უნარი, მცენარეებში ზემოხსენებული სპეციფიკური მჟავის გამომუშავების ბლოკირება მოახდინოს“, — იუწყება „საიენს ნიუზი“. არიზონას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ იდუმალებით მოცული პროცესის ერთი მხარე გამოააშკარავეს. ასპირინი მცენარეებში მოქმედი ძირითადი ფერმენტისა და ადამიანის ორგანიზმში არსებული აბსოლუტურად სხვა ფერმენტის ინჰიბირებას ერთი და იმავე ქიმიური რეაქციის მეშვეობით ახდენს. მაგრამ, ასპირინის მიერ ამ ორ, არსებითად განსხვავებულ, ორგანიზმში გამოვლენილ მოქმედებებს შორის არსებული კავშირი ჯერაც ბურუსით არის მოცული, ვინაიდან მცენარისა და ადამიანის ფერმენტებს თითქმის არაფერი აქვთ საერთო.

„ჯადოქრები“ სიკვდილის შემდეგ შეიწყალეს

1994 წელს პაპმა მოითხოვა, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიას „თავისი მოქმედების სინდისიერება შეემოწმებინა ისტორიულ ეპოქაში“. ამას მოჰყვა უპრეცედენტო კათოლიკური კომისიის შექმნა ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომელსაც უნდა დაედგინა, შეეწყალებინათ თუ არა ის ასობით ადამიანი, რომლებიც ჯადოქრობის ბრალდებით ცოცხლად დაწვეს. ვარაუდობენ, რომ XII—XVIII საუკუნეებში ევროპაში ეკლესიის მიერ ჯადოქრებზე მოწყობილი ნადირობის დროს ათასობით ადამიანი დაწვეს ან საშინელი წამებით ამოხადეს სული. მას შემდეგ, რაც 1484 წელს პაპმა ინოკენტ VIII-მ ჯადოქრობასთან დაკავშირებით ბრძანებულება გამოსცა, დევნა კიდევ უფრო გაძლიერდა და ჯადოქრობაში ეჭვმიტანილთა გამოსავლენად წამების ოცდაათზე მეტი მეთოდის გამოყენება დაიწყეს. თვით პატარა ბავშვებსაც კი არ ინდობდნენ, ოღონდაც რაიმე ინფორმაცია გამოეძალათ მშობლების საწინააღმდეგოდ. გერმანიაში ყველაზე მეტი ჯადოქარი დაწვეს, მაგრამ მსგავსი სამსჯავროების მოწყობა საფრანგეთსა და ინგლისშიც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. როგორც ლონდონში გამომავალი გაზეთი (The Sunday Telegraph) იუწყება, ეკლესიამ შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს, ამ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ მოუბოდიშოს.

იანძის მოთვინიერებას უპირებენ

„სამი ხეობის კაშხალი“, რომელიც ჩინეთში, მდინარე იანძიზე, შენდება, დასრულების შემდეგ მსოფლიოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგური იქნება. კაშხალის სიმაღლე 185 მეტრს მიაღწევს, 2,3 კმ-ზე იქნება გადაჭიმული და 18,2 მილიონი კილოვატის გამომუშავებას შეძლებს. მაგრამ ამ მშენებლობის ძირითადი მიზანი ელექტროენერგიის მიღება კი არ არის, არამედ იანძის მიერ გამოწვეული წყალდიდობების შემცირება. მშენებლობა 1994 წელს დაიწყო და დასრულებას 2009 წლისთვის ვარაუდობენ. მთლიანობაში, ამ გრანდიოზული პროექტის განსახორციელებლად საჭირო იქნება 147 მილიონი კუბური მეტრი მიწისა და კლდოვანი ქანების მოთხრა, 25 მილიონი კუბური მეტრის ფართობის ბეტონით დაფარვა და თითქმის ორი მილიონი ტონა ფოლადის კონსტრუქციების დამონტაჟება. „მაგრამ, უმწვავეს პრობლემად იმ 1,1 მილიონზე მეტი ადამიანის განსახლების საკითხი რჩება, რომელთა საცხოვრებლები პროექტის განხორციელების ზონაშია მოქცეული“, — გვამცნობს ჩინეთში გამომავალი გაზეთი (China Today).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება