საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g01 6/8 გვ. 29
  • რა ხდება მსოფლიოში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში?
  • გამოიღვიძეთ! — 2001
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • პატარა ბავშვები და აღმაშფოთებელი მუსიკა
  • ნარჩენების ხელმეორედ გონივრულად გამოყენება
  • ვალის თავიდან არიდება
  • „წმინდანია“ კოლუმბი?
  • მკერდის კიბო იმედები და ბრძოლის მეთოდები
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • ივლ.—სექ. სიგარეტი — უარს ამბობ თუ არა მასზე?
    გამოიღვიძეთ! — 1997
გამოიღვიძეთ! — 2001
g01 6/8 გვ. 29

რა ხდება მსოფლიოში?

პატარა ბავშვები და აღმაშფოთებელი მუსიკა

გაზეთი „ჩიკაგოს ტრიბუნა“ იუწყება, რომ შვიდი ან რვა წლის ასაკის მცირეწლოვან ბავშვებზე გავლენას ახდენს ბილწსიტყვაობით, აშკარა სექსუალური აღვირახსნილობის გამომხატველი სიტყვებითა და ძალადობით გაჟღენთილი მუსიკა. «წარსულში სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები მათთვის შესაფერის „საბავშვო მუსიკას“ უსმენდნენ, მაგრამ დღევანდელი დაწყებითი სკოლის მოსწავლეები შესაძლოა იმავე რადიოს უსმენენ, რომელსაც მათი მშობლები ან 13-დან 19-წლამდე ასაკის დედმამიშვილები». და მაშინ, როცა ჩამწერ სტუდიებს მოეთხოვებათ, კომპაკტ-დისკებს გამაფრთხილებელი იარლიყები მიაკრან იმის თაობაზე, რომ ამ დისკებში ჩაწერილი მუსიკა ძალადობის სულით არის გაჟღენთილი ან სავსებით გასაგებად გადმოსცემს მისი ტექსტის შინაარსს, ის მიუწვდომელი ხდება ბავშვებისთვის, მაგრამ ასეთი მუსიკის მოსმენა თავისუფლად შეიძლება ისეთ მუსიკალურ მაღაზიებში, სადაც ყველა ისმენს ჩანაწერებს. დაიან ლევინი, ბოსტონის უილოკის კოლეჯის თანამშრომელი, მასობრივი კულტურისა და ბავშვთა ფსიქოლოგიის სპეციალისტი, შემდეგ გაფრთხილებას იძლეოდა: „რაც დრო გადის, ჩვენ, უფრო და უფრო უგრძნობები ვხდებით, რადგან დღესდღეობით აღიარებული კულტურა თანდათანობით უკიდურესი ხდება“.

ნარჩენების ხელმეორედ გონივრულად გამოყენება

გადასაგდები პლასტმასის ბოთლების გამოყენებით ფერმერების ჯგუფმა 8 კილომეტრი სიგრძის მილსადენი გაიყვანა პერუში მდებარე ქალაქ ტრუხილიოში. ლიმაში გამომავალი ერთი გაზეთის ცნობის თანახმად, 81 ფერმერმა შეისყიდა უნაყოფო მიწა და მის მახლობლად წყლის მარაგს მიაგნო (El Comercio). მაგრამ მათ არ ჰქონდათ მილის შეძენის საშუალება, რაც თავიანთ ტერიტორიაზე წყლის ტრანსპორტირებისთვის იყო საჭირო. ამ პრობლემის გადასაჭრელად ერთ-ერთმა ფერმერმა დანარჩენებს წინასწარი ზომების მიღება შესთავაზა; მათ შეისყიდეს გადასაგდები პლასტმასის ბოთლები და 14 დღე მოანდომეს იმას, რომ ბოთლებისთვის ორივე ბოლო მოეჭრათ და 39 000 ბოთლი ერთმანეთთან შეერთებინათ ერთ გაბმულ მილად. ჭის ამოთხრამდე ეს მილსადენი წყლის მიწოდების დროებითი საშუალება იქნება.

ვალის თავიდან არიდება

დიდ ბრიტანეთში იმ ადამიანებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ იმას, რომ მომხმარებლებს შორის არ იყოს ფულისა და კერძო საკუთრების მიტაცება, მფლანგველობა, საბუთის ან ფულის გაყალბება და ა.შ, „ისეთი მნიშვნელოვანი კამპანია წამოიწყო, რომლის თანახმადაც კრედიტი არ უნდა იქცეს ვალად, რაც ხალხს საკმაოდ დიდ ვალში ჩავარდნის საშიშროების შესახებ აფრთხილებს“ — იუწყება ერთი წყარო („Newstream.com.“). „პატიოსანი ვაჭრობის სამმართველოს“ მონაცემებით, გასული ოთხი წლის განმავლობაში სამომხმარებლო კრედიტის ბრუნვა დიდ ბრიტანეთში 60 პროცენტზე მეტით გაიზარდა. გარდა ამისა, დღესდღეობით უბრალო ადამიანზე დაახლოებით 3 700 დოლარის ღირებულების უგარანტიო კრედიტი მოდის. „პატიოსანი ვაჭრობის სამმართველო“ გთავაზობთ კრედიტის აღებამდე შემდეგი ნაბიჯების გადადგმას: „თავდაპირველად გულწრფელად შეეკითხეთ საკუთარ თავს, გაქვთ თუ არა მისი გადახდის საშუალება“. შემდეგ მოცემული შესაძლებლობებიდან აირჩიეთ საუკეთესო ვარიანტი. მრავალი საქონლის შეძენისას ყველაზე ხელსაყრელ ფასებს ირჩევს, მაგრამ აკმაყოფილებს იმ გადასახდელი პროცენტების ოდენობა, რასაც კომერსანტი სთავაზობს. შეადარეთ წლიური საპროცენტო განაკვეთი ბანკების ან საკრედიტო კომპანიების საპროცენტო განაკვეთს, რათა უფრო იაფფასიანი კრედიტი აიღოთ. და მესამე ნაბიჯი — ვალებში ჩავარდნის შემთხვევაში დახმარება ეძებეთ.

„წმინდანია“ კოლუმბი?

„ვატიკანის წარმომადგენლობას დაჟინებით სთხოვენ, რომ ქრისტეფორე კოლუმბი წმინდანად შერაცხონ“ — იუწყება ლონდონის „ტაიმზი“. სწავლულებმა, რომლებმაც შეამოწმეს ვატიკანის არქივი, განაცხადეს, რომ ესპანეთის მეფე ფერდინანდმა და დედოფალმა ისაბელმა კი არ დააფინანსეს კოლუმბი ზღვით მოგზაურობების დროს, არამედ პაპ ინოკენტ VIII-მ, რომელმაც ის საიდუმლო მისიით გააგზავნა, რათა ჯვაროსნული ლაშქრობები ფულადი სახსრებით უზრუნველეყო და „ხალხი ქრისტიანობაზე მოექცია“. 1851 წელს პაპ პიუს IX-მ თავის წერილში ნაწილობრივ აღნიშნა: „სრულ სიმართლეს წარმოადგენს ის, რომ კოლუმბმა საკუთარ თავზე აიღო შესანიშნავი გეგმის განხორციელება და ამით ხელი შეუწყო პაპის ტახტის განმტკიცებას“. მომდევნო პაპ ლეო XIII-მ ამ მოგზაურს „ეკლესიის კაცი“ უწოდა. მაგრამ, როდესაც 1493 წელს კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა, მის მიერ აღმოჩენილი გეოგრაფიული ადგილები, მათი ნაწილობრივ მისაკუთრების მიზნით, ინოკენტ VIII-ის შემდეგ მომდევნო პაპის, ესპანელი როდრიგო ბორჯას, იგივე პაპ ალექსანდრე VI-ის, განკარგულებით მხოლოდ ფორმალურად გადაეცა ესპანეთის სამეფო ტახტს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება