საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g04 1/8 გვ. 29
  • კანი მტკიცე გალავანია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კანი მტკიცე გალავანია
  • გამოიღვიძეთ! — 2004
  • მსგავსი მასალა
  • კანი, ტყავი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გველის კანი
    გამოიღვიძეთ! — 2014
  • ტიკში შეგროვებული ცრემლები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • მზის მოყვარულებო, გაუფრთხილდით კანს!
    გამოიღვიძეთ! — 1999
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2004
g04 1/8 გვ. 29

კანი მტკიცე გალავანია

ძველ დროში მცხოვრებნი მტკიცე გალავანს ავლებდნენ ქალაქებს, რომ თავი დაეცვათ მტრის შემოსევისგან. გალავანი აფერხებდა მტრის იერიშს, დამცველებს კი ქალაქის დაცვის შესაძლებლობას აძლევდა. მსგავსად ამისა, ადამიანიც აღჭურვილია დამცავი „გალავნით“ და ეს გალავანი — კანია. როგორ გვიცავს კანი უცხო ნივთიერებებისგან?

კანის ზედაპირზე უამრავი ბაქტერია და სხვადასხვაგვარი მიკროორგანიზმია; მათგან ზოგიერთმა შესაძლოა მრავალნაირი ინფექცია და დაავადება გამოიწვიოს. კანი მხოლოდ საფარველი როდია. იგი იგერიებს უცხო სხეულებს ანტიმიკრობული პროტეინების ანუ პეპტიდების გამოყოფით, რომლებიც დამცველთა როლს ასრულებენ. ზოგი მათგანი მუდამ სადარაჯოზე იმყოფება, სხვები კი კანის დაზიანების დროს ჩნდებიან ბრძოლის ველზე.

დიდი ხანია, რაც მეცნიერებისთვის ცნობილია ანტიმიკრობული პეპტიდების ორი ჯგუფი, რომლებიც მხოლოდ საჭიროების დროს მოქმედებენ. ორივე ჯგუფი კანის ზედაპირზე უჯრედების სახით გამოიყოფა ტრამვისა და ანთების დროს. ისინი შემოჭრილი უცხო სხეულების უჯრედის მემბრანაში აღწევენ და სპობენ მათ.

2001 წელს ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა აღმოაჩინა ანტიმიკრობული პროტეინების კიდევ ერთი ჯგუფი — დერმციდინი, რომელიც ყოველთვის საბრძოლო მზადყოფნაშია. სხვა ორი ჯგუფისგან განსხვავებით, დერმციდინი წარმოიქმნება ჯანმრთელი კანის საოფლე ჯირკვლებში. ამ პროტეინის მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ უცნობია. მაგრამ ნათელია, რომ ოფლის გამოყოფა ხელს უწყობს დაავადებებთან ბრძოლას. ალბათ, ამით აიხსნება ის, რომ ადამიანები, რომლებიც მეტისმეტად ხშირად იბანენ, უფრო ადვილად ავადდებიან კანის ინფექციითა და ეგზემით.

უძველესი დროის ქალაქების გალავნის მსგავსად, კანი იცავს ორგანიზმს უცხო სხეულებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენც გვსურს შევუერთდეთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს, რომელმაც თქვა: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით“ (ფსალმუნები 103:24).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება