საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g04 4/8 გვ. 28-29
  • რა ხდება მსოფლიოში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში
  • გამოიღვიძეთ! — 2004
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მეგობრული ბავშვები უფრო პოპულარულები არიან
  • ოხრახუშის ფასეულობა
  • თვითმკვლელობის პრობლემა სამხრეთ კორეაში
  • ულტრაიისფერი სხივებით აელვარებული
  • სავიზიტო ბარათები — გადადის მოდიდან?
  • აივ-ის ეპიდემია კარიბის კუნძულებზე
  • გარეული ხარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მობილური ტელეფონი მეგობარი თუ მტერი?
    გამოიღვიძეთ! — 2005
  • მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულება
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • ხარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2004
g04 4/8 გვ. 28-29

რა ხდება მსოფლიოში

მეგობრული ბავშვები უფრო პოპულარულები არიან

„პოპულარული მარკის ჯინსები და უახლესი ტექნიკა არ არის პოპულარობის გარანტია. თანატოლების წრეში ბავშვის სოციალური მდგომარეობა უფრო ნაკლებ როლს თამაშობს, ვიდრე მისი მეგობრული დამოკიდებულება“, — ნათქვამია გერმანულ ჟურნალში „Psychologie Heute“. ბერლინის მაქს პლანკის სახელობის ადამიანის განვითარების ინსტიტუტის ფსიქოლოგებმა, იუდით შრენკმა და კრისტინე გიურტლერმა, გამოკითხეს ათი საშუალო სკოლის მესამე- და მეოთხეკლასელი 234 ბავშვი. პასუხებმა ცხადყო, რომ მეტი ავტორიტეტით სარგებლობენ მეგობრული და გულღია ბავშვები, რომლებსაც სხვებთან კარგი ურთიერთობის დამყარება სურთ, ხოლო ისინი, რომლებიც სხვებს სცემენ და დასცინიან — ნაკლები ავტორიტეტით. „თანაკლასელებზე ვერც გარეგნული მიმზიდველობა ახდენს გავლენას და ვერც ფულით სავსე ჯიბე“, — ნათქვამია ანგარიშში.

ოხრახუშის ფასეულობა

ავსტრალიურ გაზეთ „სანდი ტელეგრაფში“ ნათქვამია, რომ ოხრახუში, რომლითაც ძირითადად სადილს კმაზავენ, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. „ერთ კონა ოხრახუშში უფრო მეტი ბეტა-კაროტინია (A ვიტამინი), ვიდრე მოზრდილ სტაფილოში, თითქმის ორჯერ მეტი C ვიტამინი, ვიდრე ფორთოხალში და უფრო მეტი კალციუმი, ვიდრე ერთ ჭიქა რძეში. ის აგრეთვე შეიცავს უფრო მეტ რკინას, ვიდრე იმავე რაოდენობის ცხოველის ღვიძლი, და B1 და B2 ვიტამინების საუკეთესო წყაროა“. მკურნალობის თვალსაზრისით, „ოხრახუში ძლიერი შარდმდენი საშუალებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს ზედმეტი სითხისგან ათავისუფლებს“, — ამატებს გაზეთი. ოხრახუში სასარგებლოა აგრეთვე ღვიძლის, ელენთის, კუჭისა და საშარდე სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. ცოცხალი ოხრახუში „საუკეთესოდ აქრობს სუნს პირის ღრუში. თანაც, ის ძვირი არ არის“. მაგრამ სტატიაში გაფრთხილებაცაა მოცემული: „ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად ორსულობის დროს, ოხრახუშში შემავალი ესტროგენული კომპონენტები საშიშია“.

თვითმკვლელობის პრობლემა სამხრეთ კორეაში

„კორია ტაიმზის“ თანახმად, 1999 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს თვითმკვლელობათა რიცხვი სამხრეთ კორეაში განუწყვეტლივ იზრდება. გაზეთში ნათქვამია: „ბოლო თვეების განმავლობაში ყოველდღე შეიძლება ტრაგიკული ამბების გაგება იმის შესახებ, რომ ვიღაცამ თავი მოიკლა. ძირითადად, თვითმკვლელობები ეკონომიკური სიძნელეების გამო ხდება, მაგალითად, საკრედიტო ბარათზე დაგროვებული ვალების გამო, თუმცა შეიძლება სასოწარკვეთილებაც იყოს ამის მიზეზი. ნაციონალური პოლიციის სააგენტოს მონაცემებით, [2002 წელს] თვითმკვლელობა ჩაიდინა 13 055 ადამიანმა, რაც 6, 3 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით, როცა 12 277 თვითმკვლელობა მოხდა. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად 36 ადამიანი იკლავს თავს, ყოველ საათს კი — 1, 5“. და მაინც, ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ, როგორც „ტაიმზშია“ ნათქვამი, „იმედგაცრუებული მშობლები ჯერ შვილებს კლავენ და მერე თავს იკლავენ“. ერთმა 37 წლის ქალმა თავი მოიკლა, როცა გაიგო, რომ მისმა ქმარმა საფონდო ბირჟაზე 140 000 ამერიკული დოლარი დაკარგა. მისი ორი შვილიც — 14 წლის ბიჭი და 12 წლის გოგონა — მკვდარი იპოვეს. „ფსიქოლოგთა აზრით, თვითმკვლელობათა რიცხვი იმიტომ იზრდება, რომ საზოგადოებას არ შესწევს უნარი, სიძნელეებთან გასამკლავებლად იმედის სულ პატარა ნაპერწკალი მაინც მისცეს მათ“, — ნათქვამია სტატიაში.

ულტრაიისფერი სხივებით აელვარებული

დიდი ხანია, რაც ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ზოგიერთ ჩიტს კაშკაშა შეფერილობა პარტნიორის გულის დაპყრობაში ეხმარება. კინგსტონის (ონტარიო, კანადა) სამეფო უნივერსიტეტის ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ერთი სახეობის ჩიტების ბუმბული ულტრაიისფერ სხივებს ირეკლავს. «კალმის მსგავსი მოწყობილობის დახმარებით, რომელსაც სპექტომეტრი ეწოდება, — ნათქვამია ჟურნალ „კანადიან ჯიოგრეფიკში“, — მკვლევარებმა მუქთავა წივწივას (Poecile atricapillus) უღიმღამო ბუმბულში აღმოაჩინეს შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი საიდუმლო». სპექტომეტრმა აჩვენა, რომ „დედლებისგან განსხვავებით მამლებს ბუმბული ვიზუალურად უელვარებთ: თეთრი ფერი მათ უფრო მკვეთრი აქვთ და კონტრასტიც მეტია. სექსუალურად ყველაზე წარმატებული მამლების თავი და მკერდი ადამიანთა თვალისთვის უხილავ ულტრაიისფერ სხივებს ირეკლავს“. ამ აღმოჩენამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩიტები „უფრო მეტ და მკვეთრ ფერებს ხედავენ, ვიდრე ადამიანები“, — ნათქვამია ჟურნალში.

სავიზიტო ბარათები — გადადის მოდიდან?

„ბრაზილიაში ადამიანთა გატაცების გახშირების გამო, კარგი იქნება, თუ საქმიან ადამიანებს უსაფრთხოების მიზნით სავიზიტო ბარათებზე მითითებული არ ექნებათ სტატუსი და თანამდებობა“, — ამბობს უსაფრთხოების კონსულტანტი კარლ პალადინი ბრაზილიაში გამომავალ ბიზნეს-ჟურნალ „ეზამში“. ასეთი პირადი ინფორმაცია კრიმინალებს ბიზნესმენის ფინანსურ მდგომარეობაზე უქმნის წარმოდგენას. უსაფრთხოების მსხვილი კომპანიის, „კროლის“, დირექტორი ვაგნერ დ’ანჯელო იმასაც კი ამბობს, რომ „საფულეში ჩადებულმა სავიზიტო ბარათმა შეიძლება თქვენი სიცოცხლე შეიწიროს“. ის ურჩევს იმ ქვეყნებში მცხოვრებ ბიზნესმენებს, სადაც გატაცების რისკი მეტია, რომ თავიანთ სავიზიტო ბარათზე არ მიუთითონ სტატუსი და თანამდებობა; ასევე „ნუ დაბეჭდავენ ძვირფას ქაღალდზე და განსაკუთრებულად ნუ გააფორმებენ“. იმის შიშით, რომ კრიმინალები ამით არ მოტყუვდებიან, სავიზიტო ბარათის ზოგმა მფლობელმა საერთოდ უარი თქვა მათ გამოყენებაზე.

აივ-ის ეპიდემია კარიბის კუნძულებზე

საერთაშორისო გამოცემის „მაიამი ჰერალდის“ თანახმად, აივ-ის ვირუსი აფრიკის შემდეგ ყველაზე მეტად კარიბის კუნძულებზეა გავრცელებული. „ზოგიერთი შეფასებით, აივ-ით ინფიცირებულია კარიბის კუნძულების ზრდასრული მოსახლეობის 2,4“ და ზოგი ქალაქის მცხოვრებთა თითქმის 12 პროცენტი. «ეპიდემიის მასშტაბები ბოლომდე არ არის ცნობილი შიშის, დაავადების უარყოფის, ჯანდაცვის შეზღუდული შესაძლებლობებისა და მწირი რესურსების გამო, — ნათქვამია „ჰერალდში“. — ფიქრობენ, რომ მარტო 2001 წელს კარიბის კუნძულებზე ამ დაავადებამ დაახლოებით 40 000 მოზრდილი და ბავშვი იმსხვერპლა». კარიბის კუნძულებსა და ლათინურ ამერიკაში ჯანდაცვის საკითხებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი პატრიშიო მარკეზი ამბობს, რომ აივ-ით ინფიცირების საფრთხე „ემუქრება ყველაზე ნაყოფიერი ასაკის — მათ შორის ყველაზე შრომისუნარიან — მოსახლეობას . . . არსებობს იმის საშიშროებაც, რომ მთელი თაობა გადაშენდება“. ყველაზე მეტად ინფექცია გავრცელებულია ჰაიტიზე, სადაც მოსახლეობის 6 პროცენტზე მეტია დაავადებული. „ჯანდაცვის ექსპერტები და პოლიტიკოსები იძლევიან გაფრთხილებას, რომ მუშახელის უკმარისობის, რესურსების სიმწირისა და ტურიზმის შემცირების გამო ამ პატარა ქვეყნებს გაპარტახება ემუქრება“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება