საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 9/07 გვ. 22
  • მკითხველთა წერილები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა წერილები
  • გამოიღვიძეთ! — 2007
  • მსგავსი მასალა
  • უკეთესი ჯანმრთელობა — ახალი მიმართულება?
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები — რატომ მიმართავენ მათ ხშირად
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • თქვენი არჩევანი
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • გვერდი 2
    გამოიღვიძეთ! — 2000
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2007
g 9/07 გვ. 22

მკითხველთა წერილები

როდესაც ავადმყოფობა აღარ იქნება! (იანვარი, 2007) თქვენ ამბობთ, რომ ზოგი „სახსრებსა და დროს მკურნალობის ისეთ მეთოდებსა და წამლებში ხარჯავს, რომლებიც არაეფექტურია და შეიძლება საზიანოც კი იყოს“. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს გულისხმობთ, ვინაიდან სტატიაში წამოჭრილია საკითხი, ნამდვილად ეფექტური და უსაფრთხოა თუ არა მკურნალობის ზოგი არატრადიციული მეთოდი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „გამოიღვიძეთ!“-ი მხარს უჭერს ტრადიციულ მედიცინას, რადგან მიიჩნევს, რომ მკურნალობის ტრადიციული მეთოდები უფრო უსაფრთხო და ეფექტურია? ამერიკის შეერთებული შტატების „მთავარი საბიუჯეტო-მაკონტროლებელი სამმართველოს“ მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებს.

გ. კ. (შეერთებული შტატები)

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ერთ დროს უსაფრთხოდ და ეფექტურად მიჩნეული საყოველთაოდ აღიარებული მკურნალობის ბევრი მეთოდი მოგვიანებით არცთუ უსაფრთხო აღმოჩნდა. ამის თქმა შეიძლება როგორც მკურნალობის ტრადიციულ, ისე არატრადიციულ მეთოდებზე. გონივრულია, პაციენტმა გამოიკვლიოს შემოთავაზებული მკურნალობის მეთოდის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, იმის მიუხედავად, ტრადიციულ მედიცინას მიმართავს თუ არატრადიციულს. პაციენტმა იმასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, ირღვევა თუ არა ბიბლიური პრინციპები. მკურნალობის მეთოდის არჩევა პირადი გადასაწყვეტია. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, „გამოიღვიძეთ!“-ი არ უჭერს მხარს მკურნალობის რომელიმე მეთოდს. ქრისტიანები არ განსჯიან სხვებს არჩეული მკურნალობის მეთოდის გამო. როგორც ამ სტატიებში იყო აღნიშნული, ვერც ტრადიციული და ვერც არატრადიციული მედიცინა საბოლოოდ ვერ სპობს ყველა დაავადებას. მხოლოდ ღვთის სამეფო მოსპობს დედამიწაზე ყოველგვარ ავადმყოფობას (გამოცხადება 21:3, 4).

დადგება დრო, როცა „ირემივით ვიხტუნებ“ (აგვისტო, 2006) ფრანჩესკო აგატემარკოს მოთმინებამ და თავმდაბლობამ სერიოზულად დამაფიქრა. ის არა მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ თავის ფიზიკურ უძლურებას მორეოდა იეჰოვასთვის მსახურების შესასრულებლად, არამედ ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაეძლია უარყოფითი გრძნობები. ამ ძმის ბიოგრაფია დამეხმარა, ყოველთვის გონებაში მქონოდა ის აზრი, რომ ნებისმიერ დროს მაქსიმალურად დავხარჯულიყავი იეჰოვას მსახურებაში. იმის დანახვამაც შემმატა ძალები, როგორ დაეხმარა ამ ძმას ბიბლიური პრინციპების გამოყენება, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოეხდინა ცხოვრებაში.

ნ. გ. (კამბოჯა)

ფრანჩესკოს არაერთი სირთულის გადალახვა უწევდა, მაგრამ ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ამ სირთულეებს მხნედ ხვდება. ის სიმტკიცის შესანიშნავ მაგალითს იძლევა! იმედი მაქვს, მისი ბიოგრაფია ისეთივე სტიმულს მისცემს სხვებს, როგორიც მე მომცა.

მ. დ. (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)

ძალიან მომეწონა ეს სტატია. ნეტავ მქონდეს შესაძლებლობა, პირადად ვუთხრა ფრანჩესკო აგატემარკოს, როგორ აღმძრა, მეტი მონდომებით მემსახურა იეჰოვასთვის.

ჯ. ბ. (შეერთებული შტატები)

დიდად გმადლობ, ფრანჩესკო, მოთმინებისა და გულმოდგინების შესანიშნავი მაგალითისთვის! დარწმუნებული ვარ, რომ ახალ ქვეყნიერებაში ირემივით იხტუნებ. იცოდე, რომ გყავს და-ძმები, რომლებსაც ძალიან უყვარხარ და შენთვის ლოცულობენ.

ს. გ. (რუსეთი)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება