საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 3/08 გვ. 26
  • რთული თვალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რთული თვალი
  • გამოიღვიძეთ! — 2008
  • მსგავსი მასალა
  • რას ნიშნავს „თვალი თვალის წილ“?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • თვალის სიბრძნე
    გამოიღვიძეთ! — 2012
  • თვალი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მწერები [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2008
g 3/08 გვ. 26

ვინ შექმნა?

რთული თვალი

◼ „ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივებულია ფენები, რომლებიც სრულყოფილ სტრუქტურას ქმნის“, — სწორედ ასე აღწერა კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა ლიუკ ლიმ მრავალი მწერის რთული თვალის აგებულება.

დაფიქრდით: ამა თუ იმ მწერის, მაგალითად, მეთაფლია ფუტკრისა და ნემსიყლაპიას რთული თვალი შედგება მრავალი ოპტიკური ერთეულისგან, თვალაკისგან, რისი საშუალებითაც მას ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით შეუძლია ყურება. ცალკეული ბროლის მიერ აღქმული ელემენტები მთლიანობაში ქმნის ფართო მოზაიკურ გამოსახულებას, რისი წყალობითაც ის უმნიშვნელო მოძრაობასაც კი ამჩნევს.

მეცნიერები ცდილობენ, რომ შექმნან მწერის რთული თვალის მსგავსი დეტექტორები, რომლებიც ძალიან სწრაფად აღიქვამდა ნებისმიერ მოძრაობას, და ულტრამცირე კამერები, რომლებიც შეძლებდა ყველაფრის დაფიქსირებას ნებისმიერი მიმართულებით. ასეთი დეტექტორები და კამერები მრავალ სფეროში იქნებოდა გამოსადეგი, მაგალითად მედიცინაში, მუცლის ღრუს გამოსაკვლევად. ამ სამედიცინო აპარატს, რომლის შექმნასაც ცდილობენ მეცნიერები, აღწერენ როგორც „უმცირეს სისტემას“, რომლის გადაყლაპვაც შეეძლება პაციენტს. პაციენტის კუჭში მოხვედრილი აპარატი რთული თვალის საშუალებით შეძლებდა ინფორმაციის შეგროვებას და შემდეგ ყოველგვარი ელექტროსადენის გარეშე ამ ინფორმაციას გადაგზავნიდა კომპიუტერში.

ბიოინჟინრების ჯგუფმა უკვე შექმნა ხელოვნური რთული თვალი, რომელიც შედგება 8 500 ლინზისგან და რომელიც მთლიანობაში ზომით ქინძისთავზე დიდი არ არის. მაგრამ, ეს მიღწევა შეიძლება უმნიშვნელოდ ჩაითვალოს, თუ ამას მწერების რთულ თვალთან შევადარებთ. მაგალითად, ნემსიყლაპიას თითოეული თვალი 30 000 თვალაკისგან შედგება!

ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მწერების საოცრად რთული აგებულების თვალი შემთხვევით წარმოიქმნა თუ შექმნა ის ვინმემ?“

[სურათი 26 გვერდზე]

მეთაფლია ფუტკრის რთული თვალის გადიდებული მონაკვეთი

[სურათის საავტორო უფლებები 26 გვერდზე]

Background: © Stephen Dalton/Photo Researchers, Inc.; close-up: © Raul Gonzalez Perez/Photo Researchers, Inc.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება