საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 3/10 გვ. 30
  • მკითხველთა წერილები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა წერილები
  • გამოიღვიძეთ! — 2010
  • მსგავსი მასალა
  • დისლექსიამ ვერ შემაჩერა
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 2005
  • სარჩევი
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 2010
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2010
g 3/10 გვ. 30

მკითხველთა წერილები

ხომ არ ილევა წყლის მარაგი? (იანვარი 2009) აღმაშფოთა სტატიაში გაკეთებულმა დასკვნამ. იმის მაგივრად, რომ მკითხველს მოუწოდოთ, ხალხს ჭების ამოთხრაში დაეხმარონ, მონაწილეობა მიიღონ წყლის რესურსების დაცვის პროგრამაში, ან უფრო დეტალურად იმსჯელოთ ამ პრობლემის მოგვარების გზებზე, სტატიაში წერთ, რომ «წყლის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ ღმერთი მოაგვარებს და არა ადამიანი . . . ღმერთს განზრახული აქვს, რომ ‘შექმნას ყველაფერი ახალი’» (გამოცხადება 21:5). მართალია, ეს დამაიმედებელია, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ხომ შეიძლება თქვენც რამე იღონოთ?! მსოფლიოში ძალიან ბევრი პრობლემაა. მჯერა, რომ ღმერთი მოაგვარებს ამ პრობლემებს, მაგრამ გულხელდაკრეფილები არ უნდა ვისხდეთ და არ უნდა ვუყუროთ, როგორ ანადგურებს სატანა დედამიწას.

ს. ს. (შეერთებული შტატები)

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ზემოხსენებულ სტატიაში ნათქვამი არ იყო, რომ ადამიანებმა არაფერი არ უნდა გააკეთონ დღევანდელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სტატიაში აღნიშნული იყო: „ღმერთმა დედამიწა ადამიანებს ჩააბარა“. ჩვენი ჟურნალების მეშვეობით მკითხველს ხშირად მოვუწოდებთ, გაუფრთხილდნენ დედამიწის რესურსებს და დაიცვან გარემო. მართალია, ადამიანები ცდილობენ გარემოს დაცვას, მაგრამ ამავდროულად არსებული კანონები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, საგრძნობლად აზიანებს გარემოს. ამას ემატება ადამიანის სიხარბე და ეგოიზმი. სტატიაში ამიტომაც ვთქვით, რომ „წყლის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ ღმერთი მოაგვარებს“.

დედამიწა — სიცოცხლისთვის შექმნილი პლანეტა (თებერვალი 2009) საინფორმაციო საშუალებები გლობალური დათბობის საშიშროებაზე საუბრობენ და ხალხს არაფრით აიმედებენ. ამ სტატიათა სერიის წაკითხვის შემდეგ, გული დამიმშვიდდა. ძალიან გავმხნევდი, როცა წავიკითხე, რომ დედამიწას ცუდი არაფერი ელოდება და მალე ის სამოთხედ გადაიქცევა, სადაც ადამიანები მშვიდობიანად იცხოვრებენ. დიდი მადლობა.

მ. ჰ. (იაპონია)

დისლექსიამ ვერ შემაჩერა (თებერვალი 2009) მეც დისლექსიით ვარ დაავადებული. სერიოზული დარღვევა რომ მქონდა, მხოლოდ მას შემდეგ გავაცნობიერე, როცა მე და ჩემი მეუღლე მისიონერებად გაგვგზავნეს და ახალი ენის შესწავლა დავიწყე. სტატიამ ძალიან გამამხნევა. 22-ე გვერდზე მოცემული ჩარჩოს დახმარებით ამ დაავადების შესახებ მეტი გავიგე. იმითაც გავმხნევდი, რომ მიკალ ჰენბორგმა დაავადების მიუხედავად, რამდენიმე ენა შეისწავლა. დიდი მადლობა.

მ. მ. (ტანზანია)

ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ ვიკითხო ბიბლია სიამოვნებით? (აპრილი 2009) უსინათლო ვარ და სკოლაში ბრაილის შრიფტით ვსწავლობ. ძალიან ვაფასებ თქვენს პუბლიკაციებს, რომლებიც პრობლემების დაძლევაში მეხმარება. ძილის წინ ხშირად ვუსმენ თქვენს აუდიოჩანაწერებს, რათა კარგ განწყობაზე დავიძინო. ეს სტატია სულ მცირე ხუთჯერ მოვისმინე და საინტერესო აზრები აღმოვაჩინე, რაც გამიუმჯობესებს პირად შესწავლას.

ს. ჰ. (საფრანგეთი)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება