საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 12/10 გვ. 29
  • რა ხდება მსოფლიოში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში?
  • გამოიღვიძეთ! — 2010
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მიწისძვრა — „ყველაზე მომაკვდინებელი სტიქია“
  • სარისკო პროფესია
  • იაფი საქონლით გულგატეხილი ქურდები
  • რატომ ხდება ამდენი სტიქიური უბედურება?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • რას ამბობს ბიბლია სტიქიურ უბედურებებზე?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • მიწისძვრები, ბიბლიური წინასწარმეტყველებები და თქვენ
    გამოიღვიძეთ! — 2002
  • რა არის ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები მიწისძვრებზე?
    სხვადასხვა
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2010
g 12/10 გვ. 29

რა ხდება მსოფლიოში?

სერბეთის რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ დააკმაყოფილა თხოვნა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების შესახებ. სამთავრობო ჩანაწერების თანახმად, იეჰოვას მოწმეები ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1930 წლიდან მოღვაწეობენ.

როგორც ვარაუდობენ, 2009 წელს ინტერნეტში გადმოსაწერად დადებული მუსიკის 95 პროცენტი არალიცენზირებული იყო („ტაიმი“, აშშ).

მიწისძვრა — „ყველაზე მომაკვდინებელი სტიქია“

„გასული ათწლეულის განმავლობაში მიწისძვრა ყველაზე მომაკვდინებელ სტიქიად იქცა“, — ნათქვამია გაერთიანებული ერების სტიქიათა პრევენციის საერთაშორისო სტრატეგიის მონაცემებში (ჟენევა, შვეიცარია). ამ პერიოდში სტიქიის დროს დაღუპულთა თითქმის 60 პროცენტი მიწისძვრის დროს დაიღუპა. ეს „ბუნებრივი საფრთხე“ საკმაოდ სერიოზულია, რადგან მსოფლიოს 10 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქიდან 8 რღვევის ხაზზე მდებარეობს, სადაც მიწისძვრის რისკი მაღალია. ბოლო ათი წლის განმავლობაში 780 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სტიქიურ უბედურებად შეფასებული 3 852 შემთხვევის დროს.

სარისკო პროფესია

„2009 წლის განმავლობაში მთლიანობაში 110 ჟურნალისტი დაიღუპა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ამგვარად გასულ ათწლეულში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ წელს დაფიქსირდა“, — ნათქვამია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებში (ვენა, ავსტრია). ბოლო წლებში ისეთ კონფლიქტურ ზონებში, როგორიცაა ავღანეთი, ერაყი, პაკისტანი და სომალი „ერთ-ერთ მთავარ სამიზნეებს ჟურნალისტები წარმოადგენდნენ“, — აღნიშნულია ამ მონაცემებში. ყოველივე ამან გამოიწვია რეპორტაჟების სიმწირე და ამ ზონებში მიმდინარე „დაძაბულ მოვლენებთან დაკავშირებული შემაშფოთებელი ინფორმაციული ვაკუუმი“. გასული ათწლეულის განმავლობაში ამ მხრივ ერაყი ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყანა აღმოჩნდა. ჟურნალისტებისთვის სარისკო ქვეყნების სიაში შემდეგი ადგილები ფილიპინებმა, კოლუმბიამ, მექსიკამ და რუსეთმა დაიკავეს.

იაფი საქონლით გულგატეხილი ქურდები

„რეიტერის“ (ლონდონი) მიერ მოწოდებულ საინფორმაციო ცნობის თანახმად, რომელშიც ციტირებული იყო ლესტერის უნივერსიტეტის (ინგლისი) კრიმინალისტიკის ლექტორის ჯეიმზ ტრედუელის სიტყვები, „იაფი ელექტროსაქონლის შემოტანამ“ ბრიტანელ ქურდები შეიძლება უმუშევრად დატოვოს. მაგალითად, მოპარული იაფფასიანი DVD-პლეიერის გაყიდვას აზრი თითქმის ეკარგება. მათი „მოპარვა არც კი ღირს“, — ამბობს ტრედუელი. მაგრამ ფასების ვარდნამ დამნაშავეობა ვერ შეაჩერა. ქურდებმა ამჯერად უფრო ძვირადღირებული და ადვილად გასაყიდი საქონლის მოპარვა დაიწყეს, მაგალითად მობილური ტელეფონებისა და აიპოდების (iPod), რომლებიც ხალხს ჩვეულებრივ სულ თან დააქვს. ასე რომ, ქურდებმა ახლა ჯიბის ქურდობას მიჰყვეს ხელი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება