საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 6/11 გვ. 23
  • ვინ შექმნა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ შექმნა?
  • გამოიღვიძეთ! — 2011
  • მსგავსი მასალა
  • სარჩევი
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • მანათობელი ლოკოკინა
    გამოიღვიძეთ! — 2012
  • ლოკოკინა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მოლუსკის ნიჟარა
    გამოიღვიძეთ! — 2009
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2011
g 6/11 გვ. 23

ვინ შექმნა?

ლოკოკინას ნიჟარა

● იგი ცოცხალ ორგანიზმებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე მტკიცე ჯავშანი აქვს. ლოკოკინა, რომელიც მუცელფეხიანი მოლუსკების კლასს მიეკუთვნება, ინდოეთის ოკეანის ფსკერზე ბინადრობს. დაახლოებით 2 400 მეტრის სიღრმეზე ის უძლებს წყლის წნევას. გარდა ამისა, ამ პატარა მოლუსკს ვერაფერს აკლებს წყლის მაღალი მჟავიანობა და ცვალებადი ტემპერატურა, მათ შორის ჰიდროთერმული წყაროები. ნიჟარა ლოკოკინას მტაცებლებისგანაც იცავს.

დაფიქრდით: ამ მუცელფეხიანთა კლასის ლოკოკინას ნიჟარა სამი შრისგან შედგება. პირველი შრე შეიცავს რკინის სულფატებს, მეორე შრე ცილოვანი გარსია, რომელიც სხვა სახეობის ლოკოკინებისთვისაც არის დამახასიათებელი, მესამე შრე კი კალციუმის კარბონატისგან შედგება, რომელსაც არაგონიტი ეწოდება. ამ სამმაგი დამცავი შრის წყალობით, ლოკოკინა დაცულია კიბორჩხალების თავდასხმებისგან, რომლებიც ნიჟარას თავიანთ ძლიერ მარწუხებში აქცევენ და ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში ხელიდან არ უშვებენ. ამ დროს ნიჟარას არაფერი მოსდის.

მკვლევარებმა ალმასის წვერიანი სიმყარის საზომის დახმარებით შეისწავლეს „ნიჟარის გარეთა შრე, რომელიც გაბზარვისას შთანთქავს ენერგიას. ბზარები წარმოიქმნება მხოლოდ და მხოლოდ გარეთა შრეში, რომელშიც რკინის სულფატების ნაწილაკებია. ეს მიკრობზარი არა მარტო შთანთქავს ენერგიას, არამედ უფრო დიდი ბზარების წარმოქმნას უშლის ხელს . . . ამ დროს შუა სქელი შრე შთანთქავს იმ მექანიკურ ენერგიას, რომელიც მტაცებლების თავდასხმების დროს წარმოიქმნება“, — ნათქვამია ჟურნალ „დისქავერში“.

მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ გამოიგონებენ მუცელფეხიანი ლოკოკინას ნიჟარის სტრუქტურის ანალოგს, რათა შექმნან უფრო ძლიერი ჩაფხუტები, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, გემისა და თვითმფრინავების კორპუსები. „არ იქნებოდა ურიგო, არქტიკაში გაყვანილ მილსადენებსაც, რომელსაც გამუდმებით ეჯახება აისბერგები, ასეთი სტრუქტურა ჰქონოდა“, — დასძენს „დისქავერი“.

რას ფიქრობთ? შემთხვევით გაჩნდა ლოკოკინას ნიჟარა თუ მისი არსებობა შემოქმედის დამსახურებაა?

[დიაგრამა 23 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ალმასის წვერიანი სიმყარის საზომი

გარეთა შრე

შუა შრე

ბოლო შრე

[სურათის საავტორო უფლება 23 გვერდზე]

Courtesy Anders Warén

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება