საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 12/12 გვ. 19-21
  • კავკასია — „ენების მთიანეთი“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კავკასია — „ენების მთიანეთი“
  • გამოიღვიძეთ! — 2012
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • უკიდეგანო მრავალფეროვნება
  • წყალდიდობასთან ბრძოლა კავკასიაში
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • „ყოველი ენის“ ხალხი ისმენს სასიხარულო ცნობას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • ენა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ენები — ურთიერთობის ხიდები და კედლები
    გამოიღვიძეთ! — 2000
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2012
g 12/12 გვ. 19-21

კავკასია — „ენების მთიანეთი“

ბევრს უკვირს, როგორ შეიძლება ამ პატარა მთიან რეგიონში ამდენი განსხვავებული ერი ცხოვრობდეს და თანაც ყველა თავ-თავის ენაზე საუბრობდეს. არის ადგილები, სადაც ერთი სოფლის მკვიდრს მეზობელი სოფლის მკვიდრისა არ ესმის. ალბათ, შუა საუკუნეების გეოგრაფებიც ამ ფაქტით გაოცებულ ხალხთა სიაში შედიან, რადგან ერთ-ერთმა კავკასიას სათაურში მოყვანილი სიტყვები „ენების მთიანეთი“ უწოდა.

კავკასიის მთები და მთლიანად რეგიონი ორ ზღვას შუა, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორისაა მოქცეული. ის ორი კონტინენტისა და ცივილიზაციის გასაყარზე მდებარეობს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ამ ადგილს საკმაოდ დიდი ისტორია და საოცრად მდიდარი კულტურა გააჩნია. მთელ მსოფლიოში ცნობილია ის ფაქტი, რომ კავკასიელებს განსაკუთრებული პატივისცემა აქვთ ხანდაზმულების მიმართ, უზომოდ უყვართ ცეკვა და საოცრად სტუმართმოყვარენი არიან. მაგრამ ყველაზე მეტად სტუმრებს კავკასიის ენათა მრავალფეროვნება და ხალხთა მრავალეროვნება აოცებთ. ფაქტობრივად, მსგავსი ზომის ევროპის არც ერთ რეგიონში არ ლაპარაკობენ იმდენ ენაზე, რამდენზეც აქ.

უკიდეგანო მრავალფეროვნება

ჯერ კიდევ ძვ. წ. V საუკუნეში ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა: „ყველა ჯურის ხალხს მოუყრია თავი კავკასიაში“. დაახლოებით ახ. წ. I საუკუნეში სხვა ბერძენი მწერალი სტრაბონი მოიხსენიებს რეგიონში მცხოვრებ 70 სხვადასხვა ტომს. თითოეულ ტომს საკუთარი ენა ჰქონდა და ძირითადად დიოსკურიაში ვაჭრობდნენ (დიოსკურია დღევანდელი სოხუმის ერთ-ერთი მხარეა). რამდენიმე ათეული წლის შემდეგ რომაელმა ბუნებისმეტყველმა პლინიუს უფროსმა დაწერა, რომ რომაელებს დიოსკურიაში ვაჭრობის წარმოების დროს თარჯიმნები 130 ენაზე სჭირდებოდათ.

დღესდღეობით 50-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი მიიჩნევს კავკასიას თავის მშობლიურ მიწა-წყლად. თითოეულ მათგანს განსხვავებული ადათ-წესები და, ხშირ შემთხვევაში, დამახასიათებელი ტანისამოსი, ხელოვნება და არქიტექტურა აქვს. ძირძველი ენების რიცხვი, რომლებზეც აქაური მოსახლეობა დღემდე საუბრობს, სულ მცირე 37-ია; მათ შორისაა ის ენები, რომლებზეც რამდენიმე მილიონი ადამიანი საუბრობს და ის ენებიც, რომლებზეც მხოლოდ ზოგიერთი სოფლის მოსახლეობა მეტყველებს. ყველაზე მრავალფეროვანი ენობრივი სპექტრი დაღესტნის რესპუბლიკაშია. აქ 30 ადგილობრივ ენაზე საუბრობენ. ექსპერტებს დღემდე არა აქვთ პასუხები კითხვებზე, თუ როგორ განვითარდა ასეთი ლინგვისტური მრავალფეროვნება რეგიონში და როგორ ენათესავება ეს ენები ერთმანეთს.

გნებავთ, ნახოთ სხვადასხვა კავკასიური დამწერლობა? იეჰოვას მოწმეების ოფიციაულურ ვებ-გვერდზე www.pr2711.com მთლიანობაში 400-ზე მეტ ენაზეა პუბლიკაციები განთავსებული. მათ შორის იმ ენებზეც, რომლებზეც კავკასიაში, „ენების მთიანეთში“ საუბრობენ.

განსხვავებული ასოები და ჟღერადობა

კავკასიური ენების დამწერლობა ერთმანეთისგან განსხვავდება. ქართველებსა და სომხებს საკუთარი უნიკალური ანბანი აქვთ. სხვა ენები კი კირილიცას და თანამედროვე ლათინურ ასოებს იყენებენ.

ჩრდილო-დასავლურ კავკასიურ ენებში მთელი მსოფლიოს ენებთან შედარებით ყველაზე მეტი თანხმოვანი და ყველაზე ცოტა ხმოვანია. ერთი ენციკლოპედიის თანახმად, ამ ენებში გამოყენებულია თითქმის ყველა თანმხოვანი, რისი წარმოთქმაც „პირსა და ხორხს შეუძლია“. მაგალითად ერთ კავკასიურ ენაში, რომელიც უბიხურის სახელით არის ცნობილი, სულ მცირე 80 თანხმოვანი და მხოლოდ 2 ხმოვანია. ამ ენაზე მოლაპარაკე უკანასკნელი ადამიანი 1992 წელს გარდაიცვალა.

ერთი ლეგენდის თანახმად, თურქეთის სულთანმა ერთი სწავლული კავკასიაში გაგზავნა უბიხური ენის შესასწავლად. მან ვერ შეძლო ენის სწავლა და გაწბილებული კენჭებით სავსე პატარა ჩანთით დაბრუნდა უკან; კენჭები სულთნის წინ მარმარილოს იატაკზე მოაბნია და თქვა: „უსმინეთ! როგორც ამ კენჭების ხმის აღქმა და გამეორებაა რთული, ასევე რთულია უცხოელისთვის უბიხური ენის შესწავლა“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება