საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 5/13 გვ. 12-13
  • კიროს დიდი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კიროს დიდი
  • გამოიღვიძეთ! — 2013
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • როგორ აიღო კიროსმა ბაბილონი
  • საოცარი წინასწარმეტყველებები
  • სასწაულებრივი ხსნა
  • რატომ უნდა გვაინტერესებდეს?
  • კიროსი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნება
    ბიბლიური მოთხრობები
  • წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 4
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • იეჰოვა — „მართალი ღმერთი და მხსნელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2013
g 5/13 გვ. 12-13

კიროსის სამარხი

წარსულის სახეები

კიროს დიდი

თანამედროვე კალენდრის მიხედვით ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბრის ღამეს ბაბილონის იმპერიის დედაქალაქს, ბაბილონს, წარმოუდგენელი რამ დაემართა. იმ საბედისწერო ღამეს მიდიისა და სპარსეთის ჯარებმა დაამხვეს ქალაქი ბაბილონი. მათ სათავეში ედგა სპარსეთის მეფე კიროსი, რომელიც აგრეთვე ცნობილია კიროს დიდის სახელით. ის ბრწყინვალე სტრატეგიით მოქმედებდა.

როგორ აიღო კიროსმა ბაბილონი

„როდესაც კიროსმა მიზანში ამოიღო ბაბილონი, ის ყველაზე დიდებულ ქალაქად ითვლებოდა ახლო აღმოსავლეთში და შესაძლოა მთელ იმდროინდელ მსოფლიოშიც კი“, — ნათქვამია ერთ ისტორიულ წიგნში (Ancient World Leaders — Cyrus the Great). ბაბილონი მდინარე ევფრატის სანაპიროზე იყო გაშენებული. ქალაქის მასიურ კედლებს გარშემოვლებული ჰქონდა წყლით სავსე თხრილები. ეს დამცავი საშუალებები ქალაქში შეღწევას შეუძლებელს ხდიდა.

კიროსის მეომრებმა მდინარე ევფრატს მიმართულება შეუცვალეს, რის შედეგადაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად იკლო. ჯარისკაცებმა ფეხით გადაკვეთეს მდინარე და ასე მიაღწიეს ქალაქის კარიბჭეებამდე, რომლებიც ღია დარჩენოდათ. მათ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აიღეს ბაბილონი. ბერძენი ისტორიკოსების ჰეროდოტესა და ქსენოფონტის თქმით, ბაბილონელები იმდენად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ქალაქის დამცავი კედლების მიღმა, რომ იმ ღამით, როდესაც სპარსელები თავს დაესხნენ, ბევრი მათგანი, მათ შორის მეფეც, არხეინად შეექცეოდა ნადიმს (იხილეთ ჩარჩო „წარწერა კედელზე“). კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობით საოცრად შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები.

ბიბლიამ იწინასწარმეტყველა კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობა

საოცარი წინასწარმეტყველებები

ესაიას წინასწარმეტყველებები განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ისინი დაახლოებით 200 წლით ადრე დაიწერა, კიროსის დაბადებამდე დაახლოებით 150 წლით ადრე. განვიხილოთ შემდეგი წინასწარმეტყველებები:

  • ბაბილონს დაიპყრობდა და ებრაელებს ტყვეობიდან გაათავისუფლებდა კაცი, სახელად კიროსი (ესაია 44:28; 45:1).

  • მდინარე ევფრატი ამოშრებოდა და კიროსის მეომრები თავისუფლად გაივლიდნენ მასზე (ესაია 44:27).

  • ქალაქის კარიბჭეები ღია იქნებოდა (ესაია 45:1).

  • ბაბილონელები ბრძოლას შეწყვეტდნენ (იერემია 51:30; ესაია 13:1, 7).

სასწაულებრივი ხსნა

ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა დაიპყრეს იერუსალიმი და გადარჩენილთა უმეტესობა ტყვედ წაასხეს. რამდენ ხანს დარჩებოდნენ ებრაელები ტყვეობაში? ღმერთმა თქვა: „სამოცდაათი წლის დასრულების შემდეგ პასუხს მოვთხოვ ბაბილონის მეფეს და იმ ხალხს . . . და მარადიულად გავაპარტახებ“ (იერემია 25:12).

როგორც აღნიშნული იყო, კიროსმა ბაბილონი ძვ. წ. 539 წელს დაიპყრო. ამის შემდეგ მან მალევე ტყვეობიდან გაათავისუფლა იუდეველები. ძვ. წ. 537 წელს ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, ზუსტად 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ (ეზრა 1:1—4). რაც შეეხება ბაბილონს, მასზეც ზუსტად შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება. საბოლოოდ, ის მთლიანად გაპარტახდა.

რატომ უნდა გვაინტერესებდეს?

დავფიქრდეთ: ბიბლიამ იწინასწარმეტყველა 1) ებრაელების 70-წლიანი გადასახლება, 2) კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობა და ქალაქის აღების სტრატეგიული გეგმა და 3) ბაბილონის სრული გაპარტახება. ამ ყველაფრის წინასწარმეტყველება მოკვდავ ადამიანს არ შეეძლო. ლოგიკურია, შემდეგი სიტყვები ვირწმუნოთ: „წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს . . . ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21). აშკარაა, რომ ბიბლია იმსახურებს ჩვენს ყურადღებას!

ისტორიული ცნობები

  • ფიქრობენ, რომ კიროსი სავარაუდოდ ძვ. წ. 600 წელს დაიბადა და ძვ. წ. 530 წელს დაიღუპა ბრძოლაში.

  • კიროსის სამარხის ნახვა დღესაც შეიძლება მის მიერვე დაარსებულ ძველი სპარსეთის ქალაქ პასარგადეში. ეს ადგილი დღეს ირანის კუთვნილი ტერიტორიაა, სადაც მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები.

  • კიროსის ცილინდრი

    კიროსის თიხის ცილინდრზე, რომლის სიგრძეც 23 სანტიმეტრია, წერია, რომ კიროსმა დაიპყრო ბაბილონი და გაათავისუფლა ტყვეები, მათ შორის იუდეველები. კიროსის ცილინდრს უწოდებენ „უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას ბიბლიურ არქეოლოგიაში“.

  • სპარსელები დღემდე დიდ პატივს მიაგებენ კიროსს.

„წარწერა კედელზე“

იმ ღამეს, როცა კიროსი მოულოდნელად თავს დაესხა ბაბილონს, მეფე ბელშაცარი „ათას დიდგვაროვანთან“ ერთად ნადიმობდა. სწორედ ამ დროს სასწაული მოხდა და კაცის ხელი გამოჩნდა. ყველას თვალწინ ხელმა „სასახლის კედლის ბათქაშზე“ დაწერა: „მენე, მენე, თეკელ და ფარსინ“a (დანიელი 5:1, 5, 25).

წინასწარმეტყველმა დანიელმა აუხსნა თავზარდაცემულ ბელშაცარს კედელზე დაწერილი სიტყვების მნიშვნელობა. დანიელმა მეფეს უთხრა, რომ ღმერთმა „ბოლო მოუღო“ მის სამეფოს, თავად მეფე „სასწორზე აიწონა და მსუბუქი აღმოჩნდა“, ხოლო ბაბილონი „მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა“ (დანიელი 5:26—28). ეს სიტყვები ზედმიწევნით შესრულდა. ზოგიერთ ენაში გამოთქმა „წარწერა კედელზე“ დღემდე გარდაუვალ უბედურებაზე მიუთითებს.

a ფულისა და წონის ერთეულები. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, თავი 7. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება