გახრიოკებული უდაბნოს ბინადარი ბარხანის კატა ბუნაგიდან ღამის სიბნელეში გამოდის, უცებ ჩერდება და სმენადქცეული ირგვლივ იყურება, მერე ჩაცუცქული მიჩოჩავს ქვიშიან ველზე.
უეცრად ნახტომს აკეთებს და წინდაუხედავ მსხვერპლს აცხრება. მაგრამ ის ამით არ კმაყოფილდება, დროდადრო ჰაერში ნახტომებს აკეთებს, რომ, რაც შეიძლება მეტი, თაგვი დაიჭიროს. თუ მეტისმეტი მოუვიდა და იმდენი დაიჭირა, რომ უკვე ვეღარ ჭამს, დარჩენილს ქვიშაში მარხავს. შინ განთიადისას ბრუნდება. დღის განმავლობაში გარეთ იშვიათად გამოდის. მოდი, უფრო ახლოს გავეცნოთ ამ „უხილავ“ კატას.