საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 8/13 გვ. 12-13
  • უნდა გვწამდეს სამება?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უნდა გვწამდეს სამება?
  • გამოიღვიძეთ! — 2013
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ღმერთია იესო?
  • რატომ უნდა გვაინტერესებდეს?
  • როგორ განვითარდა სამების დოგმატი?
    უნდა გწამდეს სამება?
  • ნამდვილად ბიბლიური მოძღვრებაა?
    უნდა გწამდეს სამება?
  • უნდა გწამდეს ის?
    უნდა გწამდეს სამება?
  • ღმერთი სამებაა?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2013
g 8/13 გვ. 12-13

უნდა გვწამდეს სამება?

ორ მილიარდზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ ქრისტიანია. მათი უმეტესობა მიეკუთვნება იმ რელიგიებს, რომლებიც სამების დოგმატს ასწავლიან. ისინი ფიქრობენ, რომ მამა, ძე და წმინდა სული ერთი ღმერთია. როგორ ჩამოყალიბდა სამების დოგმატი? უჭერს მას მხარს ბიბლია?

ბიბლიის წერა ახ. წ. პირველ საუკუნეში დასრულდა. ორ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ახ. წ. 325 წელს ნიკეაში (დღევანდელი იზნიკი, თურქეთი) გამართულ კრებაზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა სწავლებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სამების დოგმატს. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედიის“ მიხედვით, ნიკეის კრებაზე მიღებული სარწმუნოების სიმბოლოს თანახმად, ოფიციალურად პირველად განისაზღვრა ქრისტიანული დოგმატიკა, მათ შორის ქრისტესა და ღვთის ბუნება. რატომ გახდა საჭირო მათი მდგომარეობის განსაზღვრა მას შემდეგ, რაც ბიბლიის წერა უკვე დასრულებული იყო? ნუთუ ბიბლიაში კონკრეტულად არაფერი ეწერა ამ საკითხის შესახებ?

ღმერთია იესო?

იმ დროისთვის, როდესაც კონსტანტინე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, მათ, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა ეკავათ ღმერთსა და იესოს. ღმერთი იყო იესო? თუ ღვთის მიერ იყო შექმნილი? ამ საკითხის გადასაჭრელად კონსტანტინემ ნიკეაში ეკლესიის წინამძღოლები მოიწვია. მაგრამ მისი მიზანი ჭეშმარიტების დადგენა არ ყოფილა. მას უბრალოდ არ სურდა, რომ რელიგიური განხეთქილების გამო მისი იმპერია დაყოფილიყო.

„ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა“ (1 კორინთელები 8:6).

კონსტანტინემ ასობით ეპისკოპოსი შეკრიბა და სთხოვა, რომ ერთსულოვან შეთანხმებამდე მისულიყვნენ, მაგრამ მისი თხოვნა ამაო აღმოჩნდა. ამიტომ მან წამოაყენა წინადადება, რომ კრებას ეღიარებინა ბუნდოვანი სწავლება ქრისტესა და ღმერთის, როგორც „ერთარსის“ (ჰომოუსიოს) შესახებ. სამების დოგმატს სწორედ ეს არაბიბლიური, ბერძნული ფილოსოფიური ტერმინი დაედო საფუძვლად. ეს დოგმატი მოგვიანებით ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი სწავლება გახდა. სწავლებამ სამების დოგმატისა და წმინდა სულის ღვთაებრივი ბუნების შესახებ მეოთხე საუკუნის ბოლოს მიიღო საბოლოო სახე, რომელიც მას შემდეგ თითქმის არ შეცვლილა.

რატომ უნდა გვაინტერესებდეს?

იესოს სიტყვების თანახმად „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას ... ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს“ (იოანე 4:23). ეს ჭეშმარიტება ბიბლიაშია ჩაწერილი (იოანე 17:17). ასწავლის ბიბლია იმას, რომ მამა, ძე და წმინდა სული სამპიროვანი ღმერთია?

უპირველესად აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში არსადაა ნახსენები სიტყვა „სამება“. იესოს არასდროს უთქვამს, რომ ღვთის თანასწორი იყო; მეტიც, ის თაყვანს სცემდა ღმერთს (ლუკა 22:41—44). საინტერესოა ისიც, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა იესოს თავის მოწაფეებთან. მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც კი, იესო თავის მიმდევრებს თავის ძმებს უწოდებდა (მათე 28:10). ნუთუ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის ძმები იყვნენ? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ღვთის პირმშოს, იესოსადმი რწმენის საფუძველზე, ისინიც გახდნენ ღვთის ძეები (გალატელები 3:26). მოდი, ისიც ვნახოთ, თუ რამდენად ეთანხმება ნიკეის კრებაზე დადგენილ სარწმუნოების სიმბოლოს სხვა ბიბლიური მუხლები.

ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოში წერია:

„გვწამს ... ერთი უფალი იესუ ქრისტე ... ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტებისა ... თანაარსი მამისა“.

რას ამბობს ბიბლია:

  • „მამა ჩემზე [იესოზე] დიდია“ (იოანე 14:28).a

  • „მე [იესო] ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოანე 20:17).

  • „ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა“ (1 კორინთელები 8:6).

  • „კურთხეული იყოს ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა“ (1 პეტრე 1:3).

  • „აი რას ამბობს-თქო ამინი [იესო] ... ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ (გამოცხადება 3:14).b

a კურსივი ჩვენია. ყველა ციტატა აღებულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“.

b წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: „ჭეშმარიტება ღვთის შესახებ“ და „ვინ არის იესო ქრისტე?“. ეს წიგნი შეგიძლიათ რომელიმე იეჰოვას მოწმეს სთხოვოთ ან წაიკითხოთ ვებ-გვერდზე www.jw.org.

ისტორიული ცნობები:

  • ერთი ენციკლოპედიის თანახმად, „სარწმუნოების სიმბოლო საბოლოო სახით ჩამოყალიბდა არა ნიკეის (325 წ.), არამედ კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე (381 წ.)“ (The New Westminster Dictionary of Church History).

  • «325 წელს ნიკეის კრებაზე გადაწყდა, რომ მამა და ძე „ერთარსნი“ არიან და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო [სამების] დოქტრინას» (Encyclopædia Britannica).

ნიკეის პირველმა საეკლესიო კრებამ ხელი შეუწყო სამების დოგმატის ჩამოყალიბებას

„ქრისტიანების ბიბლიაში, მათ შორის ახალ აღთქმაში, არც პირდაპირ და არც გადაკვრით, ისეთი არაფერია ნათქვამი, რაც მხარს დაუჭერდა სამების მოძღვრებას“ („ენციკლოპედია ბრიტანიკა“).

„სამების დოგმატი ... დასაბამს არ იღებს პირველი საუკუნის ქრისტიანებისგან, მეორე საუკუნის ბოლომდე ეს დოგმატი კონკრეტულად არსადაა მოხსენიებული“ (Library of Early Christianity — Gods and the One God).

„სამების დოგმატი ადვილი გასაგები რომ ყოფილიყო, ფილოსოფიურ შეხედულებებზე დაყრდნობით [კათოლიკურმა] ეკლესიამ საკუთარი ტერმინოლოგია ჩამოაყალიბა“ („კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო“).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება