საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 6/14 გვ. 14-15
  • როგორ ვაკონტროლოთ ხარჯები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ ვაკონტროლოთ ხარჯები
  • გამოიღვიძეთ! — 2014
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • პრობლემა
  • ფულის ყაირათიანად ხარჯვა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • როგორ ვისწავლო ფულის ყაირათიანად ხარჯვა?
    გამოიღვიძეთ! — 2006
  • როგორ ვხარჯო ფული?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • როგორ ვაკონტროლო ხარჯები?
    ახალგაზრდების შეკითხვები
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2014
g 6/14 გვ. 14-15
ახალგაზრდა წყვილი საყიდლებზე

რჩევები ოჯახებს | ქორწინება

როგორ ვაკონტროლოთ ხარჯები

პრობლემა

გადასახდელ ქვითრებსა და ბანკის გადასახადებს ამოწმებთ და ხვდებით, რომ ფული თვალსა და ხელს შუა გიქრებათ. სულ ახლახანს დაქორწინდით, მაგრამ ხარჯებს ვერ აუდიხართ. თქვენი მეუღლეა ამაში დამნაშავე? ნუ იჩქარებთ დასკვნის გამოტანას. ამ საკითხში მეუღლესთან ითანამშრომლეთ და დაფიქრდით რამდენიმე მიზეზზე, რამაც ორივე ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ.a

რატომ ხდება

ცვლილებები. თუ დაქორწინებამდე მშობლებთან ცხოვრობდით, შეიძლება თქვენთვის უცხო იყო გადასახადების გადახდა და ხარჯების განაწილება. აგრეთვე შესაძლოა თქვენ და თქვენს მეუღლეს განსხვავებული მიდგომა გაქვთ ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთი თქვენგანი შეიძლება უფრო მეტად იყოს მიდრეკილი ფულის ხარჯვისკენ, მეორე კი — დაზოგვისკენ. დროა საჭირო იმისთვის, რომ ერთი აზრი იქონიოთ ამ საკითხზე.

სარეველა ახალგაზრდა წყვილს ფეხზე ეხვევა

თუ ვალებს ყურადღებას არ მივაქცევთ, ის სარეველასავით გაიზრდება

მედღეხვალიეობა. ჯიმი, რომელიც დღეს წარმატებული ბიზნესმენია, ამბობს რომ, გამოუცდელობის გამო ქორწინების პირველ წლებში ფულს უყაირათოდ ხარჯავდა, რაც მას ძალიან ძვირად დაუჯდა. „ვინაიდან გადასახადებს დროულად არ ვიხდიდი, მე და ჩემს მეუღლეს ათასობით დოლარის გადახდა მოგვიწია ჯარიმის სახით. შედეგად უფულოდ დავრჩით“, — აღნიშნავს ჯიმი.

ფულის ხარჯვის მახე. ადვილად შეიძლება ბევრი ფულის დახარჯვა მაშინ, როცა ფული უშუალოდ საფულედან არ გადის. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც ინტერნეტით ან პლასტიკური ბარათით ვყიდულობთ რამეს. კრედიტის იოლად აღების ცდუნება ახალდაქორწინებულებს შეიძლება მახედ ექცეთ, რასაც შესაძლოა ფულის გაუკონტროლებლად ხარჯვა მოჰყვეს.

რაც უნდა იყოს, ფულთან დაკავშირებულმა გაუგებრობებმა შეიძლება სერიოზული პრობლემები წარმოშვას ოჯახში. „წყვილების უმეტესობა აღიარებს, რომ მთავარი პრობლემა ოჯახში ფულია; არა აქვს მნიშვნელობა, ცოტა აქვთ თუ ბევრი. ფული ხშირად ხდება კონფლიქტის მიზეზი“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Fighting for Your Marriage).

როგორ შეგიძლია მოიქცე

ითანამშრომლეთ ერთმანეთთან. ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთი დაადანაშაულოთ, ერთმანეთთან ითანამშრომლეთ და ერთად აკონტროლეთ შემოსავალ-გასავალი. თავიდანვე შეთანხმდით იმაზე, რომ ეს საკითხი არ გახდეს თქვენ შორის განხეთქილების მიზეზი (ბიბლიური პრინციპი: ეფესოელები 4:32).

შეადგინეთ ბიუჯეტი. ჩამოწერეთ, რა აუცილებელი ხარჯები გექნებათ მომავალ თვეში, რაც არ უნდა მცირე იყოს. ეს დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რაში უნდა დახარჯოთ ფული და განსაზღვროთ გაუთვალისწინებელი ხარჯები. „დროა, შეწყვიტოთ ფულის უაზროდ ხარჯვა“, — ამბობს ზემოთ მოხსენიებული ჯიმი.

ხარჯები კატეგორიებად დაყავით, მაგალითად, საკვები, ტანსაცმელი, ქირა ან გირაო, მანქანის ხარჯები და სხვა. თითოეულ კატეგორიას გვერდზე მიუწერეთ გარკვეული თანხა და განსაზღვრეთ, საერთო ჯამში რამდენის დახარჯვა მოგიწევთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, ერთი თვის მანძილზე (ბიბლიური პრინციპი: ლუკა 14:28).

„მოვალე მევალის მსახურია“ (იგავები 22:7)

ყოველთვე გადადეთ ფული თითოეული კატეგორიისთვის (საკვები, ქირა, საწვავი და ა.შ). ზოგი ცალ-ცალკე კონვერტში დებს ფულს ამ ხარჯებისთვის.b თუ რომელიმე კონვერტში ფული გამოელევათ, აღარ ხარჯავენ მეტს ამ კატეგორიისთვის ან აუცილებლობის შემთხვევაში ფულს სხვა კონვერტიდან იღებენ.

შეიცვალეთ თვალსაზრისი მატერიალურ ნივთებზე. ბედნიერება უახლესი ნივთების შეძენაზე არ არის დამოკიდებული. იესომ თქვა: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). ხშირად ფულისადმი თქვენი დამოკიდებულებიდან ჩანს, რამდენად გჯერათ ამ სიტყვების (ბიბლიური პრინციპი: 1 ტიმოთე 6:8).

მოახდინეთ ცვლილებები. „თავიდან შეიძლება თავს იმის უფლება მისცეთ, რომ ხშირად ისადილოთ რესტორანში და სახლში საკაბელო ტელევიზია გქონდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. — ამბობს ორი წლის დაქორწინებული აარონი. — დიდ ხარჯებში რომ არ ჩავვარდეთ, უნდა ვისწავლოთ უარის თქმა ზოგიერთ რამეზე“.

a სტატიაში მოყვანილი რჩევები ეხება როგორც ახალდაქორწინებულ, ისე დიდი ხნის დაქორწინებულ წყვილებს.

b თუ ინტერნეტით ან საკრედიტო ბარათით იხდით, კონვერტში ხარჯების სია ჩადეთ.

საკვანძო ბიბლიური მუხლები

  • „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (ეფესოელები 4:32).

  • „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს“ (ლუკა 14:28).

  • „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:8).

მიქა და მეგანი

მიქა და მეგანი

„მაშინაც კი, თუ ოჯახში ერთი მართავს ფინანსებს და იხდის გადასახადებს, ორივე სრულად უნდა იყოს ინფორმირებული ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან საუბარი პრობლემების თავიდან ასაცილებლად“.

დეივიდი და ნატალენი

დეივიდი და ნატალენი

„დაგეგმეთ წინასწარ. ნუ იფიქრებთ, რომ ბანკში არსებული მთელი თანხა ერთბაშად უნდა დახარჯოთ. თუ არ დაზოგავთ, არასოდეს გექნებათ ფული გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, მაგალითად, მანქანის შესაკეთებლად“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება