საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 7/14 გვ. 14-15
  • რელიგია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რელიგია
  • გამოიღვიძეთ! — 2014
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ არსებობს ამდენი რელიგია?
  • აუცილებელია მივეკუთვნებოდეთ რომელიმე რელიგიას?
  • როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი რელიგია?
  • როგორ განვსაზღვრო, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • რას ასწავლის ბიბლია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • ღვთისთვის მოსაწონი თაყვანისმცემლობა
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • აუცილებელია, რომელიმე რელიგიას მივეკუთვნებოდეთ?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2014
g 7/14 გვ. 14-15
კაცი უყურებს სხვადასხვა რელიგიურ შენობას

ბიბლიის თვალსაზრისი

რელიგია

რატომ არსებობს ამდენი რელიგია?

„ღვთის მცნება მიატოვეთ, ადამიანთა ადათ-წესებს კი მტკიცედ იცავთ“ (მარკოზი 7:8).

რას ამბობს ბიბლია.

ადამიანებს თანდაყოლილი სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ღვთისადმი თაყვანისცემით შეუძლიათ (მათე 5:3). ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მათ ჩამოაყალიბეს უამრავი რელიგია, რომელთაც საფუძვლად ადამიანური აზრები უდევს და არა ღვთიური.

ბიბლია პირველ საუკუნეში არსებული ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წევრების შესახებ ამბობს: „ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით, რადგან რაკი არ იცოდნენ ღვთის სიმართლე და საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ, არ დაემორჩილნენ ღვთის სიმართლეს“ (რომაელები 10:2, 3). დღესაც მრავალი რელიგია „ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლის, როგორც სწავლებებს“ (მარკოზი 7:7).

აუცილებელია მივეკუთვნებოდეთ რომელიმე რელიგიას?

„ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრაელები 10:24, 25).

რას ამბობს ბიბლია.

ებრაელების 10:25 იწყება სიტყვებით „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ღვთის სურვილია, ადამიანებმა მას გაერთიანებულად და ორგანიზებულად სცენ თაყვანი. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორია ღმერთი და რას მოითხოვს ის ჩვენგან? რა თქმა უნდა, არა! ბიბლიაში ნათქვამია, რომ ისინი, ვინც ღმერთს მისთვის მოსაწონი სახით სცემენ თაყვანს, ერთსა და იმავეს უნდა ლაპარაკობდნენ და გაერთიანებულნი იყვნენ გონებითა და აზრით (1 კორინთელები 1:10). აგრეთვე უნდა იყვნენ ორგანიზებული, როგორც ჯგუფი და უყვარდეთ „მთელი საძმო“ (1 პეტრე 2:17; 1 კორინთელები 11:16). სწორედ ასეთ გაერთიანებულ და ორგანიზებულ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი.

როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი რელიგია?

„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35).

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლიიდან ვიგებთ, თუ როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები. ის ამბობს: „მათ მათივე ნაყოფით იცნობთ. განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან ლეღვს?“ (მათე 7:16). არ არის აუცილებელი, ბოტანიკოსები ვიყოთ, რომ ლეღვი და ნარი ერთმანეთისგან გავარჩიოთ; მსგავსადვე, არც ყველა რელიგიის გამოკვლევაა საჭირო ჭეშმარიტი რელიგიის ამოსაცნობად. ქვემოთ მოყვანილია ჭეშმარიტი რელიგიის ამოსაცნობი ზოგიერთი ნიშანი.

  • ჭეშმარიტი რელიგიის სწავლებები დაფუძნებულია ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე და არა ადამიანურ ფილოსოფიაზე (იოანე 4:24; 17:17).

  • ჭეშმარიტი რელიგია ხალხს ღვთის გაცნობაში ეხმარება და ამცნობს მის სახელს, იეჰოვას (იოანე 17:3, 6).

  • ჭეშმარიტი რელიგია ყურადღებას ღვთის სამეფოზე ამახვილებს, იმედს მასზე ამყარებს და არა ადამიანურ მთავრობებზე (მათე 10:7; 24:14).

  • ჭეშმარიტი რელიგია უანგარო სიყვარულს ასწავლის (იოანე 13:35). ის მოუწოდებს ხალხს, პატივი სცენ ყველა ეროვნების ადამიანს, თავიანთი დრო და უნარი სხვების დასახმარებლად გამოიყენონ და არ მიიღონ მონაწილეობა ომებში (მიქა 4:1—4).

  • ჭეშმარიტი რელიგია არ შემოიფარგლება უბრალოდ რიტუალებითა და ფორმალობებით, ის გავლენას ახდენს მისი მიმდევრების ცხოვრებაზე. ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები ცხოვრობენ იმის შესაბამისად, რასაც ქადაგებენ (რომაელები 2:21; 1 იოანე 3:18).

ამ ჟურნალის გამომცემლები, იეჰოვას მოწმეები, მთელი გულით ცდილობენ თავიანთი სიტყვითა თუ საქმით განადიდონ ღმერთი. შეგიძლიათ დაესწროთ მათ რომელიმე შეხვედრას და თავად დარწმუნდეთ ამაში.

იმისთვის, რომ გაიგოთ თქვენს სახლთან ახლოს სად და როდის ტარდება იეჰოვას მოწმეების შეხვედრები, ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.pr2711.com. (იხილეთ ჩვენ შესახებ > კრების შეხვედრები)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება