საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 12/14 გვ. 7
  • რა ხდება მსოფლიოში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში?
  • გამოიღვიძეთ! — 2014
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ისრაელი, იორდანია და პალესტინა
  • გერმანია
  • დიდი ბრიტანეთი
  • ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის კუნძულები
  • მკვდარი ზღვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მკვდარი, მაგრამ განსაკუთრებული
    გამოიღვიძეთ! — 2008
  • ზღვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დღევანდელი შობის ფესვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2014
g 12/14 გვ. 7

რა ხდება მსოფლიოში?

ისრაელი, იორდანია და პალესტინა

მკვდარი ზღვა

ყოველ წელს მკვდარი ზღვა ვიწროვდება 1 მეტრით. მკვლევრები შიშობენ, რომ 2050 წლისთვის ტბა შეიძლება საერთოდ დაშრეს. მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები გამოსავალს ეძებენ. ერთი შესაძლო ვარიანტი, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს, ითვალისწინებს წითელი ზღვიდან ამოღებული წყლის გამტკნარებას მოსახლეობის მოხმარებისთვის, ხოლო ამ ტექნოლოგიური პროცესის შედეგად დარჩენილი მაღალი კონცენტრაციის მარილიანი წყლის მკვდარ ზღვაში ჩაშვებას. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ეს ჩანაფიქრი ავნებს მკვდარი ზღვის უნიკალურ ეკოსისტემას.

გერმანია

სასწრაფო დახმარების მანქანა

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ერთი კვლევის თანახმად, შობის პერიოდში გულის შეტევით ერთი მესამედით მეტი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. კომპანია მთავარ მიზეზად ასახელებს საშობაო საჩუქრების ძებნით გამოწვეულ გადამეტებულ სტრესს და ოჯახის წევრებისა და მეგობრების არაგონივრულად დიდ მოლოდინს.

დიდი ბრიტანეთი

ძველი ისლანდიური მოლუსკის კარიკატურა

ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ისლანდიური მოლუსკი (ორსაგდულიანი), რომელიც 405 წლის ეგონათ, თურმე 507 წლის ყოფილა. ამგვარად, ეს მოლუსკი ყველაზე ხნიერი ცხოველი აღმოჩნდა.a მოლუსკი 2006 წელს მოკვდა, როდესაც მკვლევრებმა ის ლაბორატორიაში გადაყვანის მიზნით გაყინეს.

ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის კუნძულები

მიმდინარე წლის დასაწყისში კუბის დედაქალაქ ჰავანაში გამართულ სამიტზე ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებმა, მთლიანობაში 33-მა ქვეყანამ, გამოთქვა სურვილი, რომ თავიანთი ტერიტორია „მშვიდობის ზონად“ აქციონ. ისინი მივიდნენ იმ შეთანხმებამდე, რომ ურთიერთშორის წამოჭრილი კონფლიქტები ძალის გამოყენების გარეშე მოაგვარონ. დამსწრეთა შორის იყო გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი.

a „ხნიერ ცხოველებში“ არ შედიან კოლონიური ორგანიზმები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა, მარჯანი, რომელზეც ფიქრობენ, რომ ათასობით წელს ცოცხლობს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება